მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„10-დან 20 იანვრამდე შეიძლება ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატოს“ - რისი ეშინია პაატა იმნაძეს

5feaeb6933de9
ვიქტორია მღებრიშვილი
29.12.20 12:38
556
დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, სავაჭრო მოლების გახსნას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებაზე გავლენა არ მოუხდენია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე საშიში პერიოდი ახალი წლის დღეებში იქნება, როდესაც მოქალაქეები ახლობლების მონახულებას გადაწყვეტენ.

„დიდ მოლებში კარგად არის დაცული დისტანცია და წესები. აქედან გამომდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განსაკუთრებით გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა და ამას მგონია ჩვენი შეფასება არ სჭირდება, ყველა ხედავს როგორი იყო ნოემბრის ბოლოს ავადობა და დღეს როგორია. ეს ყველაზე უკეთ ჩემმა კლინიცისტმა კოლეგებმა იგრძნეს ამ დღეებში. თუმცა ეს ყველაფერი არ არის სტაბილური და მყიფეა.

არ მგონია ვაჭრობის სფეროში შეზღუდვების შემსუბუქებამ დიდად მოუმატოს შემთხვევებს რიცხვი.

ყველაზე უფრო მაშინებს ახალი წელი, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები, შესაბამისად 10-დან 20 იანვრამდე შეიძლება შემთხვევებმა მოიმატოს“, - განაცხადა იმნაძემ.