მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„10-დან 6 ქულა“ - როგორ აფასებს შვეიცარიის ელჩი საქართველოს საინვესტიციო გარემოს

6028eb04c0244
თამთა ჯიჯავაძე
14.02.21 14:00
896
10-დან 6 ქულა - ასე აფასებს შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცენი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. როგორც BMG-სთან ინტერვიუში დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ კარგად იცის რა საჭიროებებიც აქვს ქვეყანას საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად.

„საქართველოს სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ფუნქციური დემოკრატიული ინსტიტუტები, სტაბილური კავშირები მეზობელ ქვეყნებთან, კანონის უზენაესობის პატივისცემა, განსაკუთრებით კომპეტენტური და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიღწევების შენარჩუნება, ღია ბაზარზე ორიენტაციის შენარჩუნება, რეფორმების განხორციელება განათლების სისტემაში, განსაკურებით, პროფესიული განათლების გაუმჯობესება და სექტორული რეფორმების გაგრძელება“, - განაცხადა ელჩმა.

შვეიცარიელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ იმისათვის რომ საექსპორტო პოტენციალი გაზარდოს საქართველომ, საჭიროა პროდუქციის წარმოებების გაზრდა, ამ კონტექსტში კი მან დაასახელა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელი ინვესტორებზე მიყიდვის გაიოლების მნიშვნელობა.

„საერთო ჯამში, საქართველოს ჩარჩო პირობები უნდა იყოს ფოკუსირებული ნიშური პროდუქტების მართვის მაღალ ხარისხზე. აუცილებელია ბრენდის „დამზადებულია საქართველოში“ პოზიციონირება როგორც გლობალურად ხარისხიან ბრენდად. ეს შესაძლებელია!“, - აღნიშნა მან.