მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10-დან 7 ამერიკელი რუსეთს აშშ-ის მტრად მიიჩნევს - კვლევა

624fde1cdbc4a
მარიამ ადამია
09.04.22 00:37
829

Pew Research-ის კვლევის თანახმად, რომელიც  უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ  ჩატარდა, ირკვევა, რომ გამოკითხული 10-დან 7 ამერიკელი, რუსეთს შეერთებული შტატების მტრად მიიჩნევს. 

გამოკითხულ ამერიკელთა 67%-ს სჯერა, რომ აშშ-თვის NATO-სთან პარტნიორობა სარგებლის მომტანია. ეს მაჩვენებელი 2021 წელს 61%-ს უტოლდებოდა. კვლევის თანახმად, აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 35%-მა განაცხადა, რომ ისინი უკრაინას მხარს უჭერენ და სურთ აშშ-მა, რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში სამხედრო მოქმედებები განახორციელოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რუსეთთან პოტენციურ ბირთვულ კონფლიქტს საფრთხეს შეუქმნის.

6% - ეს კი იმ ამერიკელების პროცენტული მაჩვენებელია, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ნდობა გამოუცხადეს. მათ ჰკითხეს, არის თუ არა პუტინი „ლიდერი” და იქცევა თუ არა სწორად, 6% პუტინის ქმედებებს დადებითად აფასებს, - ნათქვამია Pew-ის კვლევაში.

ცნობისთვის, 2001 წელს, Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ში გამოკითხულთა 7% ფიქრობდა, რომ მათი ქვეყნისთვის, რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი იყო. ეს დამოკიდებულება 2016 წელს მნიშვნელოვნად შეიცვალა, როდესაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რუსეთი დონალდ ტრამპს გამარჯვებაში ეხმარებოდა. შედეგად იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც თვლიდნენ, რომ რუსეთი უდიდესი საფრთხეა - 46%-მდე გაიზარდა.