მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 დღიანი გახსნის დაანონსება თავიდანვე შეცდომა იყო - ჯანდაცვის სპეციალისტი

5fdcc0e42c117
ინგა მურუსიძე
18.12.20 19:40
1388
ჯანდაცვის სპეციალისტი, ნინო მირზიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სავაჭრო ობიექტების გახსნა არასწორი იქნება და ეს ეპიდსიტუაციას გააუარესებს. როგორც მან გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა, თავიდანვე არასწორი იყო დაპირება, რომ 10 დღით ეკონომიკა გაიხსნებოდა.

„კარგია, რომ კონსულტაციები იმართება, თუმცა კარგი იქნება მსხვილ ბიზნესთან ერთად, მცირე ბიზნესთანაც იმართებოდეს კონსულტაციები, რომ მათი მოსაზრებებიც იქნას მოსმენილი. ერთ მხარეს, არის ბიზნესი და მეორე მხარეს ეპიდემიოლოგები. მე, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი, ვფიქრობ, რომ ეს 10 დღიანი გახსნა გამოიწვევს ეპიდსიტუაციის გაუარესებას, იმის გათვალისწინებით, რაც ე.წ. შავ პარასკევს მოხდა. თუკი რომელიმე ობიექტი გაიხსნება, უნდა მოხდეს წესების სრული დაცვით და ასევე ამ წესების აღსრულებით. მე ვიტყოდი, 10 დღიანი გახსნის დაანონსება თავიდანვე იყო შეცდომა, რადგან 10 დღით ვირუსი არსად წავა და ეს გახსნა ეპიდსიტუაციას უარესობისკენ შეცვლის“, - განაცხადა მირზიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობას დაანონსებული აქვს, რომ 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით პერიოდში არასასურსათო ობიექტები გაიხსნება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიღებული არ აქვს.