15.აგვისტო .2020 09:40

10 ევროპული ქვეყანა, რომლებმაც წყვილებისთვის მიმოსვლა გაამარტივეს

views 775
უკან

საფრანგეთი, გერმანია და ფინეთი იმ ქვეყნებს შეუერთდნენ, რომლებიც წყვილებისთვის მიმოსვლას ამარტივებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს მსგავსი ქმედებებისკენ, რადგან „ეს აკრძალვები წყვილებზე ნამდვილად ნეგატიურ გავლენას ახდენს“. ევროკავშირი იქვე აღნიშნავს, რომ მიმოსვლის გამარტივება ვერ შეეხება იმ წყვილებს, რომლებიც ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან ან ევროკავშირში გადაადგილების უფლება ეზღუდებათ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში „სიყვარული ტურიზმი არ არის“ (#LoveIsNotTourism). ივლისის თვეში წყვილებისთვის მიმოსვლა უკვე გაამარტივეს შემდეგმა ქვეყნებმა: დანიამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ავსტრიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ და შვეიცარიამ.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირში მაინც რჩება 20-მდე ქვეყანა, სადაც წყვილებისთვის თავისუფალი მიმოსვლა დაუშვებელია.

ევროკომისიის შინაგან საქმეთა კომისრის, ილვა იოჰანსონის განცხადებით, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ დროულად უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს გაერთიანების საშუალებას მისცემს.