მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორწლიან პერიოდში, ან 2024 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 2%–მდე უნდა შემცირდეს – კაკაურიძე

616d46c0dc77d
დავით ჯალაღონია
18.10.21 14:43
736
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის დეფიციტის 2%–იანი მაჩვენებელი საქართველოსთვის ოპტიმალური იქნება, თუმცა ეს 2022 წლისთვის შეუძლებელია. ამის შესახებ კაკაურიძემ პარლამენტში, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტზე, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვისას განაცხადა.

"დეფიციტი პრობლემურია, გვინდა შემცირება. ნულოვანი დეფიციტი ალბათ არ იქნება მისაღები ჩვენი დღევანდელი ეკონომიკისთვის, თუმცა 2–2.5%–ის ფარგლებში რომ ჩამოგვაყვანინა დეფიციტი, მართლა ოპტიმალური ვარიანტი იქნება, თუმცა 2022 წელს ამის შესრულება შეუძლებელია. ორწლიან პერიოდში ნამდვილად უნდა ჩამოვიდეთ დაახლოებით 2%–იან მაჩვენებელზე, ან 2024 წლისთვის", – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 4.3%–იან ნიშნულზეა დაგეგმილი.