21.მარტი .2020 14:29

10-კაცზე მეტის შეკრება იკრძალება - საგანგებო მდგომარეობის ეს შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება

views 1543
უკან

„საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, ეხება თუ არა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვა (10-კაცზე მეტის შეკრების აკრძალვა) ეკლესიას.

„შეკრების შეზღუდვა 10 კაცზე მეტის ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა