მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 კაცზე მეტის შეკრებასთან დაკავშირებით ეკლესია გამონაკლის შემთხვევებში არ შედის-შს მინისტრი

5e7a13cd94704
ინგა მურუსიძე
24.03.20 18:08
1344
10 კაცზე მეტის შეკრებასთან დაკავშირებით ეკლესია გამონაკლის შემთხვევებში არ შედის, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის შესაბამის კითხვას.

„გამონაკლის შემთხვევებში ეკლესიები არ შედის, თუმცა სავაჭრო ცენტრებში, მაგალითად „კარფურში“, „გუდვილში“ 10 ადამიანზე მეტი არის, მაგრამ დისტანცია უნდა დაიკავონ ერთმანეთისგან. გარეთაც შეიძლება 100 კაცი გადადოდეს ქუჩაზე, მაგრამ დისტანცია ჰქონდეთ დაცული. დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის განმარტებით, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება ყველგან - დაბადების დღე იქნება, ქორწილი თუ ქელეხი.

„ერთი ან ორი დღე აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანებს აუხსნა, რა და როგორ არის. ყველამ უნდა იცოდეს რით ისჯება მისი საქციელი“, - აღნიშნა მინისტრმა.