მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 კომპანია, რომელიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს საქართველოში

6102c85369a79
BM.GE
29.07.21 19:47
2013
საქართველოში კერძო კომპანიების უდიდესი ნაწილი ელექტროენერგიას ან “თელასის” ან “ენერგო-პროჯორჯიას” ქსელიდან იღებს, თუმცა 20-მდე მსხვილ კომპანიას “პირდაპირი მომხმარებლის” სტატუსი აქვს და ისინი ელექტროენერგიას გამანაწილებლების გვერდის ავლით ყიდულობენ. სახელმწიფო კომპანია ესკოს ანგარიშში საუბარია 2021 წლის 6 თვის განმავლობაში ამ კომპანიების მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, კომპანიებს შორის ყველაზე მეტ დენს “ჯორჯიან მანგანეზი” მოიხმარს, რომელმაც 602.9 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც ამ პერიოდში საქართველოს მთლიანი მოხმარების 9% იყო. 

“ჯორჯიან მანგანეზის” მსგავსად უმსხვილესი მომხმარებლების სიაში სხვა მეტალურგიული ქარხნებიც შევიდნენ. მათთან ერთად სიაში კრიპტოვალუტების გამომუშავებით დაკავებული კომპანიებიც არიან.

1. "ჯორჯიან მანგანეზი/ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა" - 602.9 მილიონი კვტსთ;
2. "ბი ეფ დი სი" (Bitfury Georgia) - 198.1 მილიონი კვტსთ;
3. "რუსთავის აზოტი" - 133 მილიონი კვტსთ;
4. "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" - 92.3 მილიონი კვტსთ; 
5. "რუსთავის ფოლადი" - 90.8 მილიონი კვტსთ;
6. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - 89.6 მილიონი კვტსთ;
7. "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - 71.3 მილიონი კვტსთ;
8. "ჯი თი ემ გრუპი" - 55.6 მილიონი კვტსთ;
9. "ჯეოსთილი" - 49.9 მილიონი კვტსთ;
10. "RMG Copper" - 36.6 მილიონი კვტსთ;

რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, 2021 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა 5.58 მილიარდი კილოვატ სააათი იყო. ეს 2020 წელთან შედარებით 9.3%-ით მეტია. დენის მოხმარების ასეთი ზრდა ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენაზე მეტყველებს.