მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

5e3131ad0db00
ინგა მურუსიძე
29.01.20 11:20
1330
10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კოტე აფხაზისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე საპილოტე პროექტი უკვე წარმატებულად ხორციელდება.

"შემდეგი ეტაპი და შემდეგი ქუჩა, სადაც გვინდა ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება იყოს, რომ შემოვიღოთ ზონალურ-საათობრივი პროექტი, ეს იქნება ბარათაშვილის ქუჩა. 10 მარტიდან ვიწყებთ ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებას და ჩემი თხოვნა იქნება, რომ სრული ინფორმაციული უზრუნველყოფა იყოს მოსახლეობისთვის. განვათავსოთ საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრული ინფორმაცია. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე შშმ პირებისთვის და ელექტრომობილებისთვის არის უფასო, დანარჩენებისთვის იქნება ფასიანი", - განაცხადა კალაძემ.