მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 ოქტომბრის სტატისტიკა: საქართველოში covid-19 5,048 მოქალაქეს აქვს

5f8204c0b90fe
თელარა გელანტია
10.10.20 23:50
1746
Stopcov.ge-ის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს covid-19-მა საქართველოში 6 მოქალაქე იმსხვერპლა, სულ ვირუსისგან 78 პაციენტია გარდაცვლილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში covid-19-ის 5,048 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 11 271 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 519 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 253-ით 6,119-მდე გაიზარდა.

NCDC-ის ცნობით, 10 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე 724,717 PCR ტესტია ჩატარებული.