05.სექტემბერი .2020 00:13

10 პოპულარული ტბისპირა ქალაქი, სადაც უძრავი ქონების შეძენა ხელმისაწვდომია

views 1029
უკან

ამერიკული Forbes-ი უძრავი ქონების სააგენტო Realtor.com-ზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსით განპირობებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა აშშ-ში ტბისპირა ქალაქებში უძრავ ქონებაზე, რადგან მსგავსი გარემო სხვადასხვა აქტივობების საშუალებას იძლევა, მათ შორის თევზაობის, ტბაზე ნავით გასეირნების ან კემპინგის.

უძრავი ქონების სააგენტო Realtor.com-მა 10 მოთხოვნადი ტბისპირა ქალაქის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც დაინტერესებულ პირებს უძრავი ქონების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეუძლიათ. სახლის ყიდვა როგორც ზედ ტბის პირას, ასევე ტბის ხედით არის შესაძლებელი, რომელთაც ოკეანის პირზე განთავსებულ სახლებთან შედარებით ის უპირატესობა აქვთ, რომ ქარიშხლების სეზონზეც ნაკლებ სახიფათოა.

აღსანიშნავია, რომ ტბის პირას სახლი შემოდგომის და ზამთრის სეზონზეც მიმზიდველია და ხშირ შემთხვევაში ტბებს ტყის საფარი აკრავთ, რაც ცივ სეზონზე განტვირთვის კარგი საშუალებაა. ამასთანავე ამ ტიპის აგარაკები გასაქირავებლადაც ხელსაყრელია.

10 მოთხოვნადი ტბისპირა ქალაქის ჩამონათვალი შემდეგია:

1.ჩესტერთაუნი, ნიუ-იორკი
საშუალო ზომის სახლის ღირებულება ტბის ხედით დაახლოებით 493,900 აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო მათ, ვისაც სურთ სახლი იქონიონ ზედ ტბის პირას, დაახლოებით 500,000-725,000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ 3 საძინებლიან სახლში.

2.ბრანსონი, მისური
საშუალო ზომის სახლის ღირებულება ტბის ხედით დაახლოებით 444,900 აშშ დოლარია. წყლის პირას განთავსებული მცირე ზომის სახლების ფასი 300,000 – 400,000 აშშ დოლარის ფარგლებშია, ხოლო ტბიდან  დაშორებული 4-საძინებლიანი სახლის შეძენას 410,000 აშშ დოლარიდან შეძლებთ.

3.გლენ არბორი, მიჩიგანი
საშუალო ზომის სახლის ღირებულება ტბის ხედით დაახლოებით 390,000 აშშ დოლარია. 2-საძინებლიანი სახლის შეძენას ტბისგან მოშორებით 410,000 აშშ დოლარად შეძლებთ.

4.ჩელანი, ვაშინგტონი
საშუალო ზომის სახლის ღირებულება 549,500 აშშ დოლარია. 4-საძინებლიანი სახლის შეძენა უშაუალოდ ტბის პირას 1,997,000 აშშ დოლარი დაგიჯდებათ.

5.გოლდსბორო, პენსილვანია
საშუალო ზომის სახლის ღირებულება 371,500 აშშ დოლარია. ტბისგან მოშორებით 4-საძინებლიანი სახლის შეძენას 229,000 აშშ დოლარად შეძლებთ.

6.ვერმილიონი, ოჰაიო
საშუალო ზომის სახლის ღირებულება 557,800 აშშ დოლარია. 2-საძინებლიანი სახლის შეძენას ტბისგან მოშორებით და სახურავზე ტერასით 499,999 აშშ დოლარად შეძლებთ.

7.ვისკონსინ დელსი, ვისკონსინი
საშუალო ზომის სახლის ღირებულება 437,000 აშშ დოლარია.

8.სპირიტ ლეიკი, აიოვა
საშუალო ზომის სახლის ღირებულება 792,000 აშშ დოლარიდან იწყება.

9.ელი, მინესოტა
საშუალო ზომის სახლის ღირებულება 604,900 აშშ დოლარიდან იწყება.

10.Hot Springs Village, არკანსასი
საშუალო ზომის სახლის ღირებულება 627,800 აშშ დოლარიდან იწყება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა