მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 პროდუქტი, რომელიც ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაიაფდა

5dc173bf9ecd5
ირაკლი მაკალათია
06.11.19 09:00
2729
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა. სამომხმარებლო კალათაში არის ორი ჯგუფი, სადაც ნაცვლად ფასების ზრდისა, ადგილი ჰქონდა დეფლაციას. ეს ჯგუფებია: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-5.9%) და კავშირგაბმულობა (-1.9%).

გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2019 წლის ოქტომბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. პომიდორი, ფასი შემცირდა 35.7%-ით
2. USB ფლეშბარათი (-25.2%-ით)
3. ქალის დემისეზონური ქურთუკი (-19.3%-ით)
4. ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი (-17.4%-ით)
5. ქალის ზამთრის პალტო (-15.3%-ით)
6. ქალის ზამთრის ფეხსაცმელი (-15.0%-ით)
7. თვითმფრინავით მგზავრობა (-14.7%-ით)
8. მამაკაცის ფეხსაცმელი (-12.9%-ით)
9. ქალის ქვედაკაბა (-12.6%-ით)
10. ბიუსტჰალტერი ( -11.1%-ით)

ცხადია, მოცემულ ათეულში ფასები ძირითადად შემცირდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში, სადაც ბოლო თვეების ტენდენციად გვაქვს დეფლაცია.

თვის ლიდერები (პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გაიაფდა მოცემულ თვეებში):

იანვარი: ნიორი (-43.8%-ით)
თებერვალი: ვაშლი (-41.6%-ით)
მარტი: ვაშლი (-39.4%-ით)
აპრილი: ყურძენი (-40.9%-ით)
მაისი: ვაშლი (-35.6%-ით)
ივნისი: კივი (34.3%-ით)
ივლისი: კიტრი (-31.3%-ით)
აგვისტო: მწვანილი (-50.8%-ით)
სექტემბერი: USB ფლეშბარათი (-21.6%)
ოქტომბერი: პომიდორი (-35.7%-ით)