მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 პროდუქტი, რომელიც სექტემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

5d95b1d0a4466
ირაკლი მაკალათია
03.10.19 18:00
1831
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6.4 %შეადგინა.

გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2019 წლის სექტემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. საზამთრო, ფასი გაიზარდა 91.2%-ით;
2. ნიორი - 90.8%-ით;
3. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.3%-ით;
4. მწვანე ლობიო - 48.5%-ით;
5. ქლიავი - 44.9%-ით;
6. ატამი - 39.3%-ით;
7. ხახვი - 35.6%-ით;
8. მუზეუმის ბილეთი - 33.9%-ით;
9. შაქარი - 33.7%-ით;
10. ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი გაძვირდა 29.8%-ით, ხოლო იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი 29.5%-ით.

თვის ლიდერები (პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა მოცემულ თვეში):

იანვარი: კომბოსტო - 75.0%-ით; 
თებერვალი: კომბოსტო - 115.8%-ით; 
მარტი: კომბოსტო - 166.0%-ით;
აპრილი: კომბოსტო - 171.9%-ით; 
მაისი: ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - 104.1%-ით; 
ივნისი: ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი -103.6%-ით; 
ივლისი: მწვანე ლობიო - 70.1%-ით;
აგვისტო: საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.3%-ით;
სექტემბერი: საზამთრო - 91.2%-ით.

გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2019 წლის სექტემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. USB ფლეშბარათი - ფასი შემცირდა 21.6%-ით;
2. ქალის დემისეზონური (გარდამავალი სეზონის სამოსი), ფეხსაცმელი (-19.2%-ით)
3. მწვანილი (-16.4%-ით)
4. მამაკაცის სვიტერი (-16.0%-ით)
5. ქალის ქვედაკაბა (-15.0%-ით)
6. გოგოს ჩექმა (-13.5%-ით)
7. მამაკაცის დათბუნებული ქურთუკი (-13.3%-ით)
8. მამაკაცის შარვალი (-12.4%-ით)
9. ბიუსტჰალტერი (-11.8%-ით)
10. მამაკაცის ფეხსაცმელი (-11.6%-ით)

მოცემულ ათეულში ფასები ძირითადად შემცირდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში, სადაც ბოლო თვეების ტენდენციად გვაქვს ფასების შემცირება.

თვის ლიდერები (პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გაიაფდა მოცემულ თვეს):

იანვარი: ნიორი (-43.8%-ით); 
თებერვალი: ვაშლი (-41.6%-ით); 
მარტი: ვაშლი (-39.4%-ით);
აპრილი: ყურძენი (-40.9%-ით); 
მაისი: ვაშლი (-35.6%-ით); 
ივნისი: კივი (34.3%-ით); 
ივლისი: კიტრი (-31.3%-ით); 
აგვისტო: მწვანილი (-50.8%-ით); 
სექტემბერი: USB ფლეშბარათი (-21.6%).