მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 ქალაქში I სემესტრის ბოლომდე სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება

5fbced0054247
ვიქტორია მღებრიშვილი
24.11.20 15:25
672
საქარველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, საქართველოს 10 ქალაქში სასწავლო პროცესი პირველ სემესტრში დისტანციურად წარიმართება. უწყების ცნობით აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

BM.GE განათლების სამინისტროს განცმხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში“.