მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 ქართული კომპანია Paris, Milan, Shanghai, London, Singapore-ის მოდის კვირეულებზე მონაწილეობს

616d581b02842
BM.GE
18.10.21 15:16
648
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის "კლასტერები განვითარებისთვის" მხარდაჭერით, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულის თანმდევ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.

სააგენტოს ინფორმაციით, ქართველი დიზაინერების კოლექციები წარმოდგენილია მოცემულ სექტორში მსოფლიოს 5 წამყვან ქალაქში: პარიზი, მილანი, შანხაი, ლონდონი, სინგაპური.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმებს, რომლებიც მოდის კვირეულების ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ იმართება, ყოველწლიურად 100 000-მდე კომპანია, 130 000 ზე მეტი პროფესიონალი შემსიყიდველი და პრესის წარმომადგენელი სტუმრობს.