მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 საუკეთესო ადგილი, რომელთაც 2020 წელს სავახშმოდ უნდა ეწვიოთ

5defabf2d13d4
ნათია თაქთაქიშვილი
11.12.19 00:20
1679
იმის გამო, რომ გემრიელი კერძის ცნება სუბიექტურია, ბაზარი მრავალფეროვანი რესტორნების არჩევანით ხასიათდება. გურმანები კი დაუზარებლად სტუმრობენ როგორც ახალ ზელანდიას, ასევე მალდივებს ამა თუ იმ კერძის დასაგემოვნებლად და ახალი შეგრძნებების განსაცდელად.

ამერიკულმა Forbes-მა ერთგვარი კვლვა ჩაატარა კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით და დაასახელა 10 საუკეთესო ადგილი სავახშმოდ 2020 წლისთვის. ზოგიერთი მათგანი ფართო საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ნაწილზე ალბათ არაფერი გსმენიათ, მაგრამ როგორც კომპეტენტური წყარო აცხადებს, მათი მონახულება ნადვილად ღირს.

საუკეთესო ადგილების ათეული ასე გამოიყურება:

Alchemist, კოპენჰაგენი
თუ მოხვდებით კოპენჰაგენში აუცილებლად უნდა ეწვიოთ „ალქიმიკოსს“, მათი მაღალი კონცეფციის სასადილო გამოცდილება აღფრთოვანებაში ყველაზე პრეტენზიულ სტუმარსაც კი მოიყვანს.

Direkte, ბარსელონა
რესტორანი Direkte ბარსელონას შუაგულში მდებარეობს. მისი შეფ-მზარეული კი თითქმის ყოველ დღე ცვლის მენიუს და მომხმარებლებს საკუთარ გამოგონებულ კერძებს სთავაზობს, რომელიც იაპონურ ტექნიკას ეფუძნება. მზარეული ასევე აქტიურად იყნებს კატალონიის სეზონურ პროდუქტებს.

Hiakai, ველინგტონი
რესტორანს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ქალი მზარეული ჰყავს. იგი იყენებს ძველ ტრადიციულ ტექნიკას საკვების მომზადებისას და წარმატებით ამატებს მას მოდერნისტულ შტრიხებს.

Jordnær, Gentofte, დანია
აღნიშნული რესტორანი კოპენჰაგენის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარეობს. რესტორანმა არნახული პოპულარობა გახსნის პირველივე წელს მოიპოვა, მას მსოფლიოს მრავალი კუთხიდან სტუმრობენ. რესტორანი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ფრანგულ და აზიურ ინგრედიენტებს სხვადასხვა კერძებში.

Kjolle, ლიმა
რესტორანი Kjolle გაოირჩევა როგორც ინტერიერით, ასევე კერძების მრავალფეროვანი ასორტიმენტით, აქ შეხვდებით სრულიად განსხვავებულ კერძებს საინტერესო ინგრედიენტებითა და არომატებით.

Meizan Kimiya, Kagoshima, იაპონია
აღნიშნული რესტორანი საოჯახოა, იგი ორ ძმას ეკუთვნის. ერთი ძმა სუშის მომზადებაშია დახელოვნებული, ხოლო მეორე კისეკის. ეს არის არაჩვეულებრივი კომბინაცია, რომელის მსგავს იაპონიაშიც კი იშვიათად შეხვდებით.

Mercado Little Spain, ნიუ-იორკი
აღნიშნულმა რესტორანმა წელს რამოდენიმე ათას ადამიანს უმასპინძლა. Mercado Little Spain განთავსებულია 350 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე, მანჰეტენის შუაგულში და მომხმარებელს საუკეთესო ესპანურ სამზარეულოს სთავაზობს, სადაც უხვად არის წარმოდგენილი ზღვის პროდუქტები და ბოსტნეულისგან მომზადებული კერძები.

Salsify, კეიპტაუნი
რესტორანი Salsify განთავსებულია ყურესთან ახლოს. ეს გახლავთ ეგზოტიკური ადგილი თავისი დამახასიათებელი კერძებით, რომელსაც მსოფლიოს ვერც ერთ ნაწილში ვერ დააგემოვნებთ.

Soneva Fushi, Kunfunadhoo Island, მალდივები
Soneva Fushi-ის სამზარეულო საუკეთესოა მთელი ინდოეთის ოკეანეს სანაპიროზე. რესტორანი განთავსებულია ტროპიკულ ბაღებში, ქვიშიან ნაპირზე. ეგზოტიკური გარემო და უგემრიელესი სუში ამ ადგილს განუმეორებლად აქცევს, ამიტომ რესტორანი კლიენტების სიმცირეს არასდროს უჩივის.

UNDER, Lindesnes, ნორვეგია
ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა რესტორანი, რომელიც ზედაპირიდან ხუთნახევარი მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და სტუმრებს აოცებს მდიდარი ზღვის სამყაროთი და მისი ბინადრებით. აღსანიშნავია ასევე რესტორნის მენიუ, რომელიც გამოირჩევა ეგზოტიკური კერძებით.