მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თებერვალს 3 174 აცრა ჩატარდა - სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 42.9%

6206156fa260c
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.22 12:25
405
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის დაწყებიდან 11 თებერვლის მონაცემებით სულ 2 768 137 აცრა ჩატარდა.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 342 299, რაც 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.7%-ია; სრულად ვაქცინირებულია 1 231 649 ადამიანი , ანუ მოზრდილი მოსახლეობის 42.9%, ხოლო ბუსტერ დოზით აცრილია 191 697 პირი.

მოზარდებში, 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 982 (2.25%) პირი, ხოლო სრულად აცრილია - 2 930(1.65%); 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 481 (15.39%), სრულად კი 10 939 (13.49%) მოზარდია აცრილი.

გასული დღის განმავლობაში ქვეყანაში სულ 3 174 აცრა ჩატარდა. რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია: თბილისი - 1 140; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 423; იმერეთი - 400; აჭარა - 280; ქვემო ქართლი - 228; კახეთი - 224; გურია - 191; შიდა ქართლი - 135; სამცხე-ჯავახეთი - 89; მცხეთა-მთიანეთი - 34; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 30.

არსებობს საფრთხე, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზები გაფუჭდეს - ივანე ჩხაიძე