558.7 მლნ დოლარის სავაჭრო ბრუნვა და 6.1%-იანი წილი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის, - ამ მაჩვენებლებით მიმდინარე წელის 10 თვეში გერმანია საქონლით საგარეო ვაჭრობის მიხედვით, პარტნიორებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით ეს მაჩვენებელი 26.4%-ით არის გაზრდილი. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიასთან საქონლით ვაჭრობა ძირითადად იმპორტზე მოდის, რომელსაც ვაჭრობაში 90.5% უკავია.
მიმდინარე წელს ქვეყანამ გერმანიიდან 505.7 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა, რაც გასული წლის იმპორტს 29%-ით აღემატება.
TOP-10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:
1. მსუბუქი ავტომობილები - 125.7 მლნ დოლარი;
2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 31 მლნ დოლარი;
3. სატვირთო ავტომობილები - 23.6 მლნ დოლარი;
4. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 17 მლნ დოლარი;
5. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 13.1 მლნ დოლარი;
6. ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი - 11.4 მლნ დოლარი;
7. საფრენი აპარატები სხვა - 9.5 მლნ დოლარი;
8. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეცდანიშნულების ავტომობილების ნაწილები - 7.6 მლნ დოლარი;
9. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში - 7.6 მლნ დოლარი;
10. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 6.4 მლნ დოლარი;
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიასთან ექსპორტის წილი მცირეა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ეს რიცხვი წლების განმავლობაში მზარდია. წელს ქვეყანამ გერმანიაში საქონლის რეალიზებით 53 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ზრდა გასული წლის 10 თვესთან შედარებით 6.4%-ია.
საექსპორტო საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:
1. თხილი და კაკალი - 17.1 მლნ დოლარი;
2. დანარჩენი საქონელი - 3.6 მლნ დოლარი;
3. გამხმარი ნაყოფები - 3.1 მლნ დოლარი;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.9 მლნ დოლარი;
5. ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული - 2.6 მლნ დოლარი;
6. წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი - 2 მლნ დოლარი;
7. მსუბუქი ავტომობილები - 1.9 მლნ დოლარი;
8. ტანსაცმლის თარგების ჩათვლით მზა ნაწარმი სხვა - 1.9 მლნ დოლარი;
9. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 1.7 მლნ დოლარი;
10. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 1.4 მლნ დოლარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება