მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 15%-ით გაიზარდა, ამბროლაურში კი - 17%-ით

5dcaa77a2d3c0
თელარა გელანტია
12.11.19 16:45
1214
საქართველო აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვეში, ჯამში, ადგილობრივი აეროპორტებით 8,755 მგზავრმა ისარგებლა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 7,579 მგზავრი) 16%-ით აღემატება.

როგორც bm.ge-ის აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, მესტიის აეროპორტი 10 თვეში 7,086 მგზავრს მოემსახურა, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 6,151 მგზავრი). ოქტომბერში მესტიის აეროპორტით 852 მგზავრმა ისარგებლა, რაც 5%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 810 მგზავრი).

რაც შეეხება ამბროლაურის აეროპორტს, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში აეროპორტით 1669 მგზავრმა ისარგებლა, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,428 მგზავრი).

რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტი 222 მგზავრს მოემსახურა, რაც 40 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 159 მგზავრი).