მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 81%-ით აღდგა

637b2dcf820f7
მარიამ ვარადაშვილი
21.11.22 13:22
374
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 81%-ით აღდგა. საანგარიშო პერიოდში აეროპორტებმა ჯამში 3 694 358 მგზავრი გადაიყვანეს.

რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებს, 10 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 505 311 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. მოცემულ პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 549 961 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 96%-ია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის 10 თვეში 639 086 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 89%-ს შეადგენს. 

რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედ ლიდერ ავიაკომპანიებს, 10 თვეში Wizz air ლიდერობს და მას ბაზრის 13% უჭირავს, მეორე ადგილზე 12%-იანი წილით Turkish Airlines-ია, ხოლო მესამე ადგილს თურქული ბიუჯეტური კომპანია Pegasus იკავებს.