ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4,4 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 6,4%-ით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან (4,7 ათასი ტონა) შედარებით და 2,3 ათასი ტონით ანუ 109,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,1 ათასი ტონა) შედარებით.
ასოციაციის ცნობით, ოქტომბერში საავიაციო ნავთის იმპორტის 77,3% (3,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 22,7% (1,0 ათასი ტონა) - თურქეთიდან.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 47,5 ათასი ტონა, რაც 35,5 ათასი ტონით ანუ 42,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (83,0 ათასი ტონა) შედარებით.
იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 79,2% (37,6 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 16,2% (7,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,6% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან.
2020 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,6 ათასი ტონა, რაც 3,0 ათასი ტონით ანუ 17,0%-ით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (17,6 ათასი ტონა) შედარებით და 5,2 ათასი ტონით ანუ 26,3%-ით - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,8 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 78,8% (11,5 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 19,9% (2,9 ათასი ტონა) - ერაყიდან, 1,4% (0,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 105,1 ათასი ტონა, რაც 45,2 ათასი ტონით ანუ 30,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (150,3 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 62,5% (65,7 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 23,9% (25,1 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა - 7,2% (7,6 ათასი ტონა), რუსეთი - 3,0% (3,2 ათასი ტონა), თურქეთი - 2,1% (2,2 ათასი ტონა), სომხეთი - 0,9% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,2% (0,2 ათასი ტონა); ალბანეთი - 0,2% (0,2 ათასი ტონა) .
"საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის კლება განპირობებულია COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე. კერძოდ, საავიაციო ნავთის იმპორტის კლება დაკავშირებულია საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. რაც შეეხება სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირებას, გამოწვეულია იმით, რომ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში აღარ ხდება პროდუქტის იმპორტი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სანავთობო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი ქვეყანა გახლდათ", - ნათქვამია "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა