25.ნოემბერი .2022 00:10

10 თვეში ზეთის იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ პირველადი მოხმარების პროდუქტს?

10 თვეში ზეთის იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ პირველადი მოხმარების პროდუქტს?
views 465
უკან

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 34.4 მლნ დოლარის ღირებულების 19 239 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქონლის საიმპორტო ღირებულება და მოცულობები შემცირდა, კონკრეტულად კი იმპორტის ღირებულება კლება 15.1%, ხოლო მოცულობის 30.3%-ია.

გასული წლების მსგავსად, ზეთის მთავარი საიმპორტო ბაზარი ქვეყნისთვის კვლავ რუსეთი რჩება, რომლის წილი მთლიან იმპორტში 84.1% იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 33.1%-ით ნაკლები საქონელი შემოიტანა.

რაც შეეხება მზესუმზირის ზეთის საიმპორტო ბაზრებს, მათი რეიტინგი ღირებულების მიხედვით ასეთია:

1. რუსეთი - 28.6 მლნ დოლარი, 16 184 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 3.3 მლნ დოლარი, 1 660 ტონა;
3. უკრაინა - 1.1 მლნ დოლარი, 728 ტონა;
4. თურქეთი - 628 ათასი დოლარი, 307 ტონა;
5. ყაზახეთი - 553 ათასი დოლარი, 306 ტონა;
6. სომხეთი - 67 ათასი დოლარი, 34 ტონა;
7. იტალია - 30 ათასი დოლარი, 10 ტონა;
8. გერმანია - 10 ათასი დოლარი, 3 ტონა;
9. ბელარუსი - 4 ათასი დოლარი, 1 ტონა;
10. საფრანგეთი - 1 ათასი დოლარი.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან ექსპორტზე 2.8 მლნ დოლარის 1 665 ტონა ზეთი გავიდა. რაც წინა წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება (144 ათასი დოლარის, 100 ტონა). აქედან ქვეყანამ ადგილობრივი ექსპორტით 2.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

საექსპორტო მოცულობები მცირეა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ამ პერიოდში ქვეყნიდან ზეთის ყველაზე დიდი მოცულობა 1.7 მლნ დოლარის ღირებულების 988 ტონა პროდუქტი ტუნისში გავიდა, ექსპორტი განხორციელდა ასევე კენიაში (463 ათასი დოლარი, 326 ტონა), აზერბაიჯანში (382 ათასი დოლარი, 194 ტონა); ნეპალში - 169 ათასი დოლარი, 97 ტონა); სომხეთში, აშშ-სა და უმნიშვნელო მოცულობებით სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა