მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 უმსხვილესი ავტომწარმოებელი მსოფლიოში

5f68f13ae1121
თამთა ჯიჯავაძე
22.09.20 00:12
4306
ავტოინდუსტრია გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც აწარმოებს ტრანსპორტს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების გადაადგილებისა და ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. ავტოინდუსტრიის წევრი კომპანიები აწარმოებენ ისეთ ტრანსპორტს, როგორიცაა ავტომობილები, სატვირთო მანქანები, ფურგონები და სპორტული უნივერსალური ავტომობილები. ზოგიერთი კომპანია კი მოტოციკლებსა და ავტობუსებსაც აწარმოებს. უმსხვილეს ავტომწარმოებლებს კი როგორც წესი უდიდესი გავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკაზე. აღნიშნული კომპანიები ძირითადად რამდენიმე ქვეყანაშია თავმოყრილი, მათ შორის იაპონიაში, გერმანიასა და აშშ-ში. თუმცა, უმსხვილეს 10 მწარმოებელს შორის სხვა ქვეყანაში დაფუძნებული კომპანიებიც არიან.

Investopedia-მ 12-თვიანი შემოსავლების საფუძველზე 10 უმსხვილესი ავტომწარმოებლის სია შეადგინა. აღნიშნულ სიაში შედიან მხოლოდ ის კომპანიები, რომელთა აქციებიც საჯაროდ ივაჭრება აშშ-სა და კანადაში. მონაცემები 10 სექტემბრისაა და ის YCharts.com-ზე დაყრდნობითაა შედგენილი.

მსოფლიოში 10 უმსხვილესი ავტომწარმოებელია:

1. Toyota Motor Corp.
შემოსავალი: $248.6 მლრდ
მოგება: $14.4 მლრდ
საბაზრო კაპიტალიზაცია: $183.3 მლრდ

Toyota იაპონიაში დაფუძნებული მულტინაციონალური კომპანიაა. ის პირველი უცხოელი მწარმოებელი იყო, რომელმაც აშშ-ის ავტობაზარზე დომინანტური ადგილი მოიპოვა. Toyota აწარმოებს ავტომობილებს, სატვირთოებს, მინივენებს და კომერციულ ტრანსპორტს. მის მოდელებს წარმოადგენს: Corolla, Camry, 4Runner-ი, Tacoma და Prius-ი, რომელიც ცნობილი ჰიბრიდული სედანია. Lexus-ი კი კომპანიის ყველაზე ძვირადღირებული მიმართულებაა. Toyota ასევე აწარმოებს ავტონაწილებს და აქსესუარებს.

2. Volkswagen AG
შემოსავალი: $247.4 მლრდ
მოგება: $6.4 მლრდ
საბაზრო კაპიტალიზაცია: $95.8 მლრდ

Volkswagen-ი გერმანული ავტომწარმოებელია, რომელიც აწარმოებს ავტომობილებს, სატვირთოებს, ავტობუსებს. მის მოდელებს წარმოადგენს: Tiguan-ი, Golf-ი, Jetta, Passat-ი და სხვა. კომპანიამ ერთ დროს პოპულარული მცირე ზომის კომპაქტური ავტომობილების Volkswagen Beetle-ის წარმოება გასულ წელს შეწყვიტა, ამის მიზეზი მსგავს პატარა ზომის მანქანებზე მოთხოვნის დაცემა გახდა. Volkswagen-ის ცნობილი ძვირადღირებული ბრენდებია Porsche და Audi. კომპანია ასევე აწარმოებს ავტონაწილებს.

3. Daimler AG
შემოსავალი: $174.6 მლრდ
მოგება: -$309.3 მლრდ
საბაზრო კაპიტალიზაცია: $58.7 მლრდ

Daimler-ი გერმანიაში დაფუძნებული მულტინაციონალური ავტომწარმოებელია. კომპანია აწარმოებს კომერციულ სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე სატვირთოებსა და ავტობუსებს. ის აწარმოებს არაერთი ბრენდის ტრანსპორტს, მათ შორის Daimler-ი, Mercedes-Benz-ი, FUSO, Western Star-ი და სხვა.

4. Ford Motor Co.
შემოსავალი: $130.4 მლრდ
მოგება: -$2.1 მლრდ
საბაზრო კაპიტალიზაცია: $27.7 მლრდ

Ford-ი მულტინაციონალური ავტომწარმოებელია. კომპანია აწარმოებს სპორტულ უნივერსალურ მანქანებს, სატვირთოებსა და ფურგონებს. მოდელებს შორის კი კომპანიის მიერ იწარმოება Fusion-ი, Mustang-ი, Edge, Escape, F-150, Ranger-ი და სხვა.

5. Honda Motor Co. Ltd.
შემოსავალი: $120.7 მლრდ
მოგება: $1.9 მლრდ
საბაზრო კაპიტალიზაცია: $43.7 მლრდ

Honda იაპონური მულტინაციონალური ავტომწარმოებელია. ის აწარმოებს სამგზავრო მანქანებს, სატვირთოებს, ფურგონებს, მოტოციკლებსა და სხვას. მოდელებს შორის კი ფიგუგირებს: Civic-ი, Accord-ი, Insight Hybrid-ი, Passport-ი, Odyssey, Fit-ი და სხვა. Acura კი კომპანიის ძვირადღირებული ავტომიმართულებაა.

6. Bayerische Motoren Werke AG
შემოსავალი: $116.7 მლრდ
მოგება: $5.5 მლრდ
საბაზრო კაპიტალიზაცია: $49.5 მლრდ

Bayerische Motoren Werke, რომელიც ცნობილია როგორც BMW, გერმანული ავტომწარმოებელია, რომელიც აწარმოებს ძვირადღირებულ ტრანსპორტსა და მოტოციკლებს. კომპანია რამდენიმე ბრენდის ტრანსპორტს უშვებს, მათ შორის: BMW, MINI და Rolls-Royce-ია. გარდა ამისა, ის აწარმოებს ავტონაწილებს და აქსესუარებს.

7. General Motors Co.
შემოსავალი: $115.8 მლრდ
მოგება: $1.7 მლრდ
საბაზრო კაპიტალიზაცია: $45.7 მლრდ

General Motors-ი კი მულტინაციონალური ავტომწარმოებელია. ის აწარმოებს ავტომობილებს, სატვირთოებს და ავტონაწილებს. ის ასევე ცნობილია ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით. ის ოპერირებს ოთხი მთავარი ბრენდის ქვეშ, ესენია GMC-ი, Chevrolet-ი, Cadillac-ი და Buick-ი.

8. Fiat Chrysler Automobiles NV
შემოსავალი: $98.8 მლრდ
მოგება: -$1.5 მლრდ
საბაზრო კაპიტალიზაცია: $22.9 მლრდ

Fiat Chrysler-ი იტალიაში დაფუძნებული მულტინაციონალური ავტომწარმოებელია. ის აწარმოებს სამგზავრო ავტომობილებს, კომერციულ ტრანსპორტს. კომპანია ოპერირებს რამდენიმე ბრენდის ქვეშ, ესენია: Fiat-ი, Chrysler-ი, Jeep-ი, Dodge, Ram-ი და სხვა. კომპანია ასევე აწარმოებს ავტონაწილებს და მეტალურგიულ პროდუქტს.

9. Hyundai Motor Co.
შემოსავალი: $85.4 მლრდ
მოგება: $1.6 მლრდ
საბაზრო კაპიტალიზაცია: $19.8 მლრდ

Hyundai სამხრეთკორეული მულტინაციონალური ავტომწარმოებელია. კომპანია ქმნის და აწარმოებს ავტომობილებს, სატვირთოებს, კომერციულ ტრანსპორტს. მის მოდელებს წარმოადგენს: Accent-ი, Elantra, Sonata, Santa Fe, Tucson-ი და ძვირადღირებული მიმართულება Genesis-ი. ის ასევე აწარმოებს ავტონაწილებს, და აქვს ავტომომსახურების ცენტრებიც.

10. Nissan Motor Co. Ltd.
შემოსავალი: $80.2 მლრდ
მოგება: -$8.9 მლრდ
საბაზრო კაპიტალიზაცია: $15.3 მლრდ

Nissan-ი იაპონური მულტინაციონალური კომპანიაა. ის ქმნის და აწარმოებს მსუბუქ ავტომობილებს, საზღვაო აღჭურვილობებს, ტვირთამწეებს და სხვას. მისი მოდელებია: Altima, Maxima, Sentra, Versa, Pathfinder-ი, Rogue, Titan-ი და ელექტრომობილი LEAF-ი. კომპანიის ძვირადღირებული მოდელია Infiniti.