20.ივლისი .2020 11:33

10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 6-ის ექსპორტი შემცირებულია

views 342
უკან

COVID-19-ის კრიზისის შედეგად, საქართველოს ექსპორტი 16%-ით შემცირდა და $1,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ექსპორტის კლება საქონლის საკმაოდ ბევრ სახეობაზე აისახა, შესაბამისად, 10 ძირითადი საექსპორტო საქონლიდან 6-ის ექსპორტი შემცირებულია. მათ შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა შეიმჩნევა ავტომობილების ექსპორტში (-35%) და ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტში (56%). 

2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:



1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $332 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.7%;


2. მსუბუქი ავტომობილები - $184 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -35%;


3. ფეროშენადნობები - $109 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -34.3%;


4. ყურძნის ნატურალური ღვინოები  - $91.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -6%;


5. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $64.7 (წინა წელს ამ საქონლის ექსპორტი არ დაფიქსირებულა);


6. სპირტიანი სასმელები - $53.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.6%;


7. მინერალური და მტკნარი წყლები - $49.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -24.5%;


8. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $45.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -56.9%;


9. ოქრო - $44.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 36.6%;


10. აზოტოვანი სასუქები - $44.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -17.9%;



11 დანარჩენი საქონელი – სულ  $475.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან   -22.9%.

ჯამურად, იანვარ-ივნისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18.3%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი $1.5 მილიარდი (16%-ით ნაკლები), იმპორტი კი $3.5 მილიარდი იყო (19.1%-ით ნაკლები). 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა