19.ივნისი .2020 11:42

10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 8-ის ექსპორტი შემცირებულია

views 295
უკან

მაისში საქართველოს ექსპორტი 30.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყენებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ექსპორტმა $234.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით $103.4 მილიონით (30.6%-ით) ნაკლებია. იანვარ-მაისში კი, ექსპორტმა $1.235 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16.2%-ით ნაკლებია.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ექსპორტის კლება საქონლის საკმაოდ ბევრ სახეობაზე აისახა, შესაბამისად, 10 ძირითადი საექსპორტო საქონლიდან 8-ის ექსპორტი შემცირებულია. 

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $258 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 1.2%;
  2. მსუბუქი ავტომობილები - $148.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -31%;
  3. ფეროშენადნობები - $109 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -20.1%;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები  - $73.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -11.3%;
  5. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $66.7 (წინა წელს ამ საქონლის ექსპორტი არ დაფიქსირებულა);
  6. სპირტიანი სასმელები - $4.3.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.8%;
  7. მინერალური და მტკნარი წყლები - $42.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -20.3%;
  8. აზოტოვანი სასუქები - $39 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -14.2%;
  9. ოქრო - $36.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.5%;
  10. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $36.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -59.8%;
  11. დანარჩენი საქონელი – სულ  $380.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან   -26.3%.
რაც შეეხება ექსპორტს ცალკეულ ქვეყნებში, რუსეთში ექსპორტი 28%-ით შემცირდა და $157 მილიონი დოლარი შეადგინა, თურქეთში ექსპორტი 23%-ით შემცირდა და $81.7 მილიონი დოლარი შეადგინა, სომხეთში ექსპორტი კი 43%-ით შემცირდა და $67 მილიონი დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა