მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან 7-ის იმპორტი შემცირებულია

5f1552ac1f769
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.20 12:18
1009
საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქვეყანაში იმპორტი 19.1%-ით შემცირდა და მან $3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში 10 ძირითადი დასახელების საიმპორტო საქონლიდან 7-ის იმპორტის მაჩვენებელი შემცირებულია. მათ შორის ყველაზე მკვეთრად - 43%-ით იკლო მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა. 

წლის პირველ ნახევარში უმსხვილესი საიმპორტო საქონლის რეიტინგი:

1. მსუბუქი ავტომობილები - $289.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -43.1%;



2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $234 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -12%;



3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $231.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -32.1%;


4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $158.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -12.6%;


5. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა (ბუნებრივი აირი) - $157.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.7%;


6. სატელეფონო აპარატები - $69.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -16%;


7. ხორბალი და მესლინი - $39.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -9.9%;


8. ძვირფასი ლითონების მადნები - $38.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1,793% (2019 წელს ეს საქონელი მხოლოდ უმნიშვნელო მოცულობით შემოვიდა);


9. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - $31.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 7.9%;


10. ელექტროენერგია - $30.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12.4%;


11. სხვა დანარჩენი საქონელი - $2.2 მილიარდი დოლარი, კლება წინა წელთან 16.8%. 


ჯამურად, იანვარ-ივნისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18.3%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი $1.5 მილიარდი (16%-ით ნაკლები), იმპორტი კი $3.5 მილიარდი იყო (19.1%-ით ნაკლები).