უკვე 10 წელია სვანეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირი გამარტივდა. საქართველოს ყველაზე მაღალმთიან ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში მოხვედრა ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის აეროპორტამდე სულ რაღაც 50 წუთში, ქუთაისის აეროპორტიდან კი 30 წუთშია შესაძლებელი.
აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების ხელოვნური საფარის ტიპის ცემენტ-ბეტონის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სიგრზე 1200 მეტრია. აეროპორტს სამი სამიმოსვლო ბილიკი აქვს.
„ტერმინალისა და ასაფრენი ზოლის მშენებლობა 10 წლის წინ ერთდორულად დაიწყო და უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში, 3 თვეში დასრულდა. რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივ აეროპორტს მხოლოდ მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მიღება შეუძლია.
შიდა ტურიზმის და კონკრეტულად, სვანეთის მხარის განვითარებაში მესტიის აეროპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი უკვე შეიტანა. 10 წლის განმავლობაში თამარ მეფის სახელობის აეპორტით 45 ათასამდე მგზავრმა ისარგებლა“,- ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, მესტიის აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. გაჩნდა ახალი სასტუმროები, გესთ ჰაუსები, რეგიონში შეიქმნა დამატებითი სამუშო ადგილები, რამაც მეტწილად ხელი შეუწყო ტურიზმის სფეროს განვითარებას.
"მესტიის აეროპორტში, ამ ეტაპზე ჯამურად 55 ადამიანია დასაქმებული. აქედან უშუალოდ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომელი 17 ადამიანია. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო დღევანდელი დღე და მადლობა გადავუხადო იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც ისინი 10 წელია მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად აეროპორტისთვის აკეთებენ",-განაცხადა თამარ არჩუაძემ.
მისი თქმით, თუ დედაქალაქიდან საავტომობილო გზას დაახლოებით 8-9 საათი სჭირდება, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიამდე ფრენის მანძილი 50 წუთამდე მცირდება. ეს ხელსაყრელია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.
"სწორედ ამიტომაც, სვანეთი თავის პოტენციალის გათვალისწინებით და იმითაც, რომ მას საკუთარი აეროპორტი აქვს, ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახდა",-ამბობს თამარ არჩუაძე.
მესტიის აეროპორტის მთავარი არქიტექტორი გერმანელი იურგენ მეიერ ჰერმანია. 2014 წელს, თამარ მეფის სახელობის აეროპორტი მსოფლიოს 10 ულამაზეს აეროპორტს შორის დასახელდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი