2021 წელი ბოლო 10 წლის განმავლობაში იქნება პირველი, როდესაც მთავრობა ახალ შიდა ვალს არ აიღებს, შესაბამისად, მომდევნო წელს ჯამურად არც სახაზინო ვალდებულებების და არც ახალი სახაზინო ობლიგაციების ემისია არ მოხდება. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მთავრობამ შიდა ვალის სახით 1.85 მილიარდი ლარის მობილიზება მოახდინა, წინა წლებში კი, შიდა ვალი საშუალოდ 1 მილიარდი ლარით იზრდებოდა.
თავად ბიუჯეტი 2021 წელს 2.46 მილიარდი ლარით იზდება, რის შედეგადაც ასიგნებების ჯამური მოცულობა 18.4 მილიარდ ლარს მიაღწევს. გაზრდილი ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო მომდევნო წელსაც ახალი ვალის აღება იქნება, რაც 5.27 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ახალი ვალების 100% საგარეო კრედიტები იქნება.
ამ სესხებიდან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარდი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.
2021 წლისთვის შიდა ვალზე უარის თქმის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ ვალის კრიტიკულად მაღალ ნიშნულამდე გაზრდისგან თავის არიდებას ემსახურება, რადგანაც 2021 წელს საქართვლოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-იან ნიშნულს ასცდება - მთავრობა პირობას დებს, რომ შემდგომ წლებში ვალდებულებების ნიშნულს ეტაპობრივად შეამცირებს.
“2021 წლის ბოლოსათვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი (არ მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის ვალს და მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აღებულ ვალს) განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მთლიანი მოცულობის მიმდინარე ღირებულების (მშპ-ის 0.7%) გათვალისწინებით, შეადგენს 60.8%-ს (კანონით განსაზღვრული ზღვარი მშპ-ის 60% შეადგენს).
რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33.67 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27.73 მილიარდი ლარის, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5.94 მილიარდი ლარის ოდენობით. მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება,” - ნათქვამია ბიუჯტის განმარტებით ბარათში.
ბიუჯეტის ხარჯების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის