მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100 000 ლარი საახალწლო ღონისძიებებზე საჭირო აპარატურისთვის - მერია ტენდერს აცხადებს

5da5f8e09bdd1
BM.GE
15.10.19 23:15
1296
დედაქალაქის მერიას საახალწლო ღონისძებებისთვის სამზადისი დაწყებული აქვს. უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების უზრუნველსაყოფად საჭირო საკონცერტო აპარატურით მომსახურების შესყიდვის მიზნით. წინადადებების მიღება 18 ოქტომბერს უნდა დაიწყოს და 21 ოქტომბერს დასრულდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, მიმწოდებელს საჭიროების შემთხვევაში უნდა შეეძლოს ერთდროულად ოთხი „დიდი ინსტრუმენტული კონცერტის არანაკლებ 40 კვტ. სიმძლავრის“ და ოთხი „დამატება ინსტრუმენტალური კონცერტისათვის“ გახმოვანების აპარატურით მომსახურება, რომლის შესახებაც ინფორმირებული იქნება ღონისძიებამდე (ან/და რეპეტიციამდე) სამი კალენდარული დღით ადრე.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიებების სპეციფიკისა და დატვირთვიდან გამომდინარე, მიმწოდებელმა დამატებით უნდა უზრუნველყოს  პერსონალის მოძიება სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის.

რაც შეეხება ხელშეკრულების ვადას, ის მისი ხელისმოწერიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის დაკონკრეტებული თუ რამდენი კონცერტის ჩატარება იგეგმება, თუმცა როგორც სატენდერო კომისიის აპარატის წარმომადგენელი ზაურ ჯიოშვილი განმარტავს, ის საახალწლოს გარდა, სხვა ღონისძიებებზეც გავრცელდება.