მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100-150 მლნ-ის სუბსიდირებაში ჩადებას, იქნებ ჯობდეს, თანხა ღვინის პოპულარიზებაში ჩავდოთ - მეღვინე

63c3a54077777
თინათინ ნატმელაძე
16.01.23 09:35
566
„იაგოს ღვინის“ მარნის დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ ქართული ღვინის წარმოების განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენაა.

„როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობაზე, აქ იგულისხმება საექსპორტო ქვეყნებში ისეთი კომპანიების მოძიება, რომელიც ქართულ ღვინოს პოპულარიზაციას გაუწევს, ასეთ კომპანიასთან ამერიკაში თანამშრომლობს საქართველო და ეს კარგად მუშაობს. 100-150 მილიონი ლარის სუბსიდირებაში ჩადებას, იქნებ ჯობდეს, რომ ამის 10% მსგავს ღონისძიებებში ჩავდოთ, ეს თანხა როგორც მინიმუმ თავის თავს ამოიღებს და ბიუჯეტიდანაც ამდენი აღარ იქნება გადასახდელი", - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

მარკეტინგული კამპანიების მნიშვნელობაზე იგივე აზრს იზიარებს „ნათენაძის მარნის“ და „ვარძიის ტერაების“ დამფუძნებელი გიორგი ნათენაძეც და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენიაა, ამიტომ ქართულ ღვინოს ამ მიმართულებით პოპულარიზაცია სჭირდება.

„რადგან მზარდია ექსპორტი და კონკურენიაც საკმაოდ დიდია საერთაშორისო ბაზარზე, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო მარკეტინგული თვალსაზრისით. ამ ეტაპზე ქართულ ღვინოს ჩვენ, მეღვინეები ვუწევთ პოპულარიზებას, რაშიც სახელმწიფოს ხელშეწყობაც გვჭირდება.

სახელმწიფოს მხრიდან ასევე ძალიან კარგი იქნებოდა დამწყები მეღვინეების გადამზადება, ხარისხის აწევაზე მუშაობა და ასევე, მარნების გადაიარაღებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენაში ხელშეწყობა“, - განმარტავს გიორგი ნათენაძე.სახელმწიფოს მხრიდან ასევე ძალიან კარგი იქნებოდა დამწყები მეღვინეების გადამზადება, ხარისხის აწევაზე მუშაობა და ასევე, მარნების გადაიარაღებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენაში ხელშეწყობა“, - განმარტავს გიორგი ნათენაძე.