24.ივნისი .2022 21:17

100-ბალიანი შკალით ერთი ბალი "ევროპული პერსპექტივაა", ხოლო 100 ბალი კანდიდატის სტატუსი - გიგიაძე

100-ბალიანი შკალით ერთი ბალი "ევროპული პერსპექტივაა", ხოლო 100 ბალი კანდიდატის სტატუსი - გიგიაძე
views 870
უკან

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის [EPRC] უფროს მკვლევარს გიგი გიგიაძეს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ევროკომისიის რეკომენდაციებში ასახულ მოთხოვნებს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა პირობა დადო, რომ მთავრობა ევროკომისიის მიერ დასახელებულ თორმეტივე მოთხოვნას შეასრულებს, თუმცა მათგან ერთ-ერთი პირობა - პოლარიზაციის დასრულება, მისი თქმით, ოპოზიციის ჩართულობას მოითხოვს.

“არა მგონია ეს ხელისუფლება მზად იყოს ამ პირობების შესასრულებლად. იქნება ეს დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემის რეფორმირება, დეპოლარიზაცია თუ მედიასივრცეში უკეთესი პირობების შექმნა. ვფიქრობ, ყველა პუნქტი ამ ხელისუფლებისთვის საკმაოდ რთული იქნება. პრემიერის გამოსვლის ნაწილს ვუსმინე, თუმცა რა შთაბეჭდილებაც დამრჩა არის ის, რომ ტონი შეცვლილი და უფრო შერბილებულია. ეს გასაგებია რატომაც ხდება. ტონის შერბილება, სავარაუდოდ, უკავშირდება იმ რეაქციას, რაც საზოგადოებაში მოჰყვა გუშინდელ გადაწყვეტილებას. ასევე, იმ უკიდურეს უკმაყოფილებას და ბრაზს, რაც საზოგადოებაშია ტრიოდან [მოლდოვა, უკრაინა და საქართველო] ჩვენი ამოვარდნის გამო. ტრიო უკვე დაიშალა. ზოგადად, ევროპული პერსპექტივის მინიჭება ძალიან დადებითი მოვლენაა, თუმცა მოცემულ რეალობაში, როცა ჩვენს ჯგუფში მყოფმა ქვეყნებმა კანდიდატობა მიიღეს. ეს არის მცირედი, რისი მიღებაც საქართველოს შეეძლო. 100-ბალიან სკალაზე ერთი ბალი პერსპექტივაა, ხოლო 100 ბალი კანდიდატობა”, - განაცხადა გიგიაძემ.

უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს. მოთხოვნები გულისხმობს სასამართლოს რეფორმებს, დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას, ომბუდსმენად დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას და სხვა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა