მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100%-ით ვიცით, რომ უკრაინა EU-ს წევრი იქნება. ახლა ეს დროის საკითხია - კულება

622bbe227dc17
ვიქტორია მღებრიშვილი
12.03.22 01:21
1513
„როგორ ვაფასებთ მიღებულ გადაწყვეტილებას? მარტივად: უფრო ძლიერი უნდა იყოს. ეს ის არ არის, რასაც ჩვენ ველით", - ასე შეაფასა 11 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გაჟღერებული განცხადება, რომლითაც ევროპულმა საბჭომ უკრაინის მისწრაფებები და ევროპული არჩევანი აღიარა.

ამავე საკითხზე დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ტელემარათონის დროს ჟურნალისტმა ჰკითხა - „რას ელოდა ოფიციალური კიევი“, რაზეც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრა უპასუხა, რომ უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდათ.

"ველოდით, რომ ევროკავშირის ლიდერების სამიტის რეზოლუციაში გაიწერებოდა, რომ ევროკავშირის შეთანხმების 49-ე გვერდის შესაბამისად, ვიღებთ უკრაინის განაცხადს დამუშავებაში და დაჩქარებული პროცედურით განვიხილავთ მას. ეს პოლიტიკურად ცალსახა და მკაფიო ნიშანი იქნებოდა. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არაფორმალური სამიტი იყო ანუ ეს არ არის ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება - ეს არის ადგილი, სადაც დგინდება განსაზღვრული პოლიტიკური ამბიცია", - განაცხადა კულებამ.

როგორც unian-ი წერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროკავშირში შესვლა დროის საკითხია. "დღეიდან, 100%-ით ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი იქნება. ახლა ეს დროის საკითხია", - განმარტა მან.