12.მარტი .2020 11:16

“100-კაციანი ქორწილები, ქელეხები... რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები”

views 1558
უკან

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს „საგანგებო მდგომარეობის“ გამოცხადების არსი განუმარტა.

„პანდემია საქართველოში ვერ იქნება, პანდემია არის მსოფლიოში, საქართველოში შეიძლება იყოს ეპიდემია. პანდემია ჰქვია, როდესაც ორ კონტინეტზე მაინც თითიეულში რამდენიმე ქვეყანაში არის ეპიდემია, ეს სახეზეა მსოფლიოში. აქედან გამომდინარე პანდემია ნიშნავს, რომ რაც კეთდებოდა უნდა გაკეთდეს და აიწიოს მზადყოფნის დონე. ეს ეხება როგორც სამედიცინო სამსახურებს, ასევე არასამედიცინო ღონისძიებებს. ამის მაგალითია ჩინეთი, რომელმაც შეძლო გარდატეხა შეეტანა და მაქსიმალურად ჩინეთში წყნარდება სიტუაცია, იგივეს ვერ ვიტყვით სამწუხაროდ ქვეყნებზე ევროპის რეგიონში“-აცხადებს იმნაძე.

მისი გამარტებით, მთავრობის სხდომაზე განხილვის თემა იყო, რომ რაღაც ეტაპზე ქვეყანაში საჭირო გახდება დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

„ჩვენი რჩევა იყო, რომ გარდა ამისა სისტემები ქვეყანაში უნდა იყოს მზად, ამის გარდა მოსახლეობა უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები რაღაც ეტაპზე გახდება მეტი, ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის, რომ რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები.

მაგალითად, ეს არის 100 კაციანი ქორწილები, ქელეხები.ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, მაგრამ დადგება მომენტი, როდესაც ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს, ამიტომ ამისთვის ყველანი წინასწარ უნდა ვიყოთ შემზადებულები, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს“-განაცხადა იმნაძემ.