მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100-მდე კომპანია დაინტერესებულია, ციფრული ლარის დანერგვაში დაგვეხმაროს - პაპუნა ლეჟავა

6183e3b26e68c
ინგა მურუსიძე
04.11.21 18:00
838
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში “ციფრული ლარის” შემოღების პროექტზე მუშაობს. როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ამბობს, საქართველოს შეუძლია ციფრული ვალუტის შექმნის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე იყოს.

საკითხზე დღეს განხილვა გაიმართა პარლამენტში. პაპულა ლეჟავას თქმით, საპილოტე პროექტის გასაშვებად, რომელიც 2022 წელს არის დაგეგმილი, ყველაფერი მზად არის.

„ციფრულ ლართან დაკავშირებით გვქონდა განხილვა პარლამენტში. ამ ეტაპზე გვაქვს სურვილი, რომ გამოვიდეს კანონპროექტი ციფრული ლარის გათანაბრებაზე ნაღდ ფულთან, თუმცა ზოგადად, ციფრული ლარის პოტენციალთან დაკავშირებით სხავდასხვა იდეა არსებობს და სამომავლოდ, დაგვჭირდება სხვადასახვა ტიპირ რეფორმების შემუშავება. ხოლო საპილოტე პროექტის გასაშვებად, რაც 2022 წელს არის დაგეგმილი, ეს მინიმალური ცვლილება საკმარისი იქნება.

კომპანიებთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაგვიწყია, აქამდე შეხვედრები გვქონდა უფრო ბაზრის სწავლის მიზნით. უკვე 100-მდე კომპანიას შევხვდით, რომელიც პოტენციურად დაინტერესებულია ციფრული ლარის დანერგვაში დაგვეხმაროს და პროცესი დღესაც გრძელდება. კომპანიები არიან ქართული, თუმცა თანამშრომლობენ უცხოურ პარტნიორებთან“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

რაც შეეხება რისკებს და შესაძლებლობებს, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ყველაზე მარტივად აღსაქმელი რისკი ის არის, რომ ბანკებიდან არ წამოვიდეს ლიკვიდობა ციფრულ ლარში, თუმცა ეს ცნობილი რისკია, რაც შეიძლება ციფრულ ვალუტას ჰქონდეს, თუმცა ამის დაზღვევა შესაძლებელია ლიმიტის დადებით.

კითხვაზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში რაში გამოვიყენებთ ციფრულ ლარს, პაპუნა ლეჟავა პასუხობს, რომ საპილოტე ეტაპი როგორი იქნება, ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა შინაარსი ის არის, რომ ციფრული ლარის ფართო მასებზე გამოყენება არ მოხდეს.

ოქტომბრის ბოლოს ციფრულ ლართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ, რომელიც ამბობს, ჯერჯერობით პროექტში საბანკო სექტორის ჩართულობა მინიმალურ დონეზეა, თუმცა მომავალში ის სავარაუდოდ გაიზრდება. 

“ციფრულ ლართან მიმართებით ჩვენი ჩართულობა, ჯერჯერობით არის მინიმალური და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის განვითარებასთან ერთად ჩვენი ჩართულობაც მასში გაიზრდება. ბევრი სათქმელი ამასთან მიმართებით არ მაქვს. ციფრულ ლარს და საერთოდაც ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები, ეს კარგად უნდა იყოს გააზრებული და დარწმუნებული ვარ, ამასთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმში ყველაფერი იქნება გააზრებული", - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.