მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100-მდე სტუდენტი სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადდა

636cdb96a6296
თათია კაკიაშვილი
10.11.22 20:20
526
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და ამერიკის სავაჭრო პალატის ერთობლივი ინიციატივის პირველი ეტაპის დახურვითი ღონისძიება გაიმართა. იგი საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში საერთაშორისო სტანდარტების გაცნობისა და დამკვიდრების ხელშეწყობის მიმართულებით 100-მდე სტუდენტის ჩართულობას მოიცავს. 5-თვიანი ანაზღაურებადი პროგრამა საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებში განხორციელდა - თბილისი და "ქორთიარდ მარიოტში", "შერატონ გრანდ თბილისში", "მეტეხი პალასსა" და "რადისონში".

სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების პროგრამის მიზანი საქართველოში სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, 100-მდე პერსონალის გადამზადება იყო. ინიციატივის ფარგლებში მონაწილეებმა პროფესიული ცოდნა შეიძინეს და რამდენიმე მათგანმა უკვე მიიღო დასაქმების შეთავაზება მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სასტუმროებისგან.

„ტურიზმი და, შესაბამისად, სტუმარ-მასპინძლობა გახლავთ ფუნდამენტი, ერთ-ერთი მთავარი სფერო ქართული ეკონომიკის და თუ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ სფეროს აქვს, გარდა კოვიდის შემდგომი პერიოდისა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლავთ სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტი და თანამედროვე სტანდარტების ცოდნისა და პრაქტიკის მქონე ხალხის არსებობა. სწორედ ამისთვის არსებობს ეს პროგრამა და ამისთვის შევიმუშავეთ USAID-თან ერთად პროგრამის პარამეტრები,“ - განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა.

“ჩვენი პარტნიორობა ამერიკის სავაჭრო პალატასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ტურიზმის სექტორისთვის, განსაკუთრებით სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის. კურსდამთავრებულები დააკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტებს და წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ეს დადებით ეფექტს და გავლენას იქონიებს იმ სფეროებზე, სადაც პროფესიონალი კადრების და იმ ცოდნის, რაც აუცილებელია ამ სფეროების წარმატებული ოპერირებისთვის, დიდი დეფიციტია. ეს პარტნიორობა ახლა განსაკუთრებით დროულია, რადგან პროექტში არიან ჩართულები გლობალური ექსპერტები და ის სასტუმროებიც, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, არიან მსოფლიოში წარმოდგენილი სასტუმროები და მათი თანამშრომლები სწორედ მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და შეავსებენ კოვიდის შემდეგ არსებულ დეფიციტს,” - განაცხადა USAID Georgia-ს კერძო სექტორთან თანამშრომლობის უფროსმა მრჩეველმა ბევერლი ჰუვერიმ.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროგრამა 5 თვეს გაგრძელდა, საიდანაც 4 თვე ანაზღაურებადი იყო. ამ ხნის განმავლობაში მონაწილეებმა პარტნიორი სასტუმროების ჯგუფების საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერებისგან ინსტრუქცია მიიღეს. სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს: სტუმარ-მასპინძლობის საფუძვლები, HACCP, ადამიანური რესურსების მართვა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, გაყიდვები მასპინძლობის სფეროში, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სხვა.