მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"$100 მლნ-ზე ზევით ინვესტიციები ქვეყანაში შემოდის, თუმცა ეს იშვიათი მოვლენაა" - ბიზნესმენი

5dc28c9992ec0
ლევან თაღიაშვილი
06.11.19 18:15
1362
ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, ქვეყანაში $100 მლნ-ზე მეტი მოცულობის ინვესტიციები მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც შემოდის და მსხვილ კომპანიებს არც ერთ სერვისზე წვდომა ან მთავრობასთან შეხვედრის პრობლემა არ აქვთ, თუმცა მცოცავი ოკუპაციის გამო მათი მოცულობა ქვეყანაში მცირეა.

„ინვესტიციები, რომელიც $100 მლნ-ს აღემატება, ქვეყანაში შემოდის, თუმცა ეს არის იშვიათი მოვლენა. კომპანიას ან ჯგუფს, რომელიც ამხელა ინვესტიციას ახორციელებს, აქვს საშუალება, იურისტი მოძებნოს, კომპანიები დაიქირავოს, რომელიც ბალანსს გაუკეთებს, სხვადასხვა სერვისები მიიღოს... ასეთი ხალხი ძალიან მარტივად ხვდება მთავრობასთან, მინისტრებთან და ამის ხელშეწყობა არსებობს; თუმცა ასეთი მსხვილი ინვესტიციები მაინც მცირეა ქვეყანაში, რადგან ვართ საომარ მდგომარეობაში მეზობელთან, ის მოცოცავს თუ მიცოცავს; ჩვენ სამშვიდობო ხელშეკრულება არ გვაქვს რუსეთთან", - აცხადებს ბიზნესმენი "საქმიან დილაში".

გადაცემაში რევაზ ვაშაკიძემ საკუთარ ბიზნესზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2010 წლიდან დღემდე საქართველოში $100 მლნ-ის ინვესტიცია აქვს ჩადებული და მომავალ 5 წელიწადში მისი რაოდენობა $200 მლნ-მდე გაიზრდება.


„მე, დაახლოებით, 2010 წლიდან ვახდენ საქართველოში ინვესტირებას, ძირითადად მეფრინველეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის დარგში. ამჟამად, 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიციაა განხორციელენული. ეს მომავალ წლებშიც გაგრძელდება და დაახლოებით, 5 წელიწადში ეს თანხა 200 მილიონ დოლარამდე ავა. ჩვენ მუშაობის პროცესში ვხედავთ იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს ქვეყანაში და მის გარშემო. საინვესტიციო კლიმატი რეგიონში ნამდვილად საუკეთესოა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 4%-ით განვითარება ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ წავალთ წინ", - ამბობს ვაშაკიძე.