16.მარტი .2020 23:40

100 ტონა ბრინჯი გზაშია - "ბარაქა"

views 638
უკან

მაღაზიათა ქსელ „ბარაქას“ დაფუძნებელი აცხადებს, რომ ქვეყანაში პროდუქტების დეფიციტის საშიშროება არ არის. თემურ მენთეშაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ ქსელში მინიმუმ 1-თვიანი მარაგია, გარდა ამისა, გზაშია 100 ტონა ბრინჯი და წიწიბურა.

მენთეშაშვილის ინფორმაციით, არავითარი პრობლემა მომწოდებლებთან ამ ეტაპზე არ არსებობს.

„მარაგების სახით რაც გვაქვს საწყობში მინიმუმ 1 თვის მარაგი ნამდვილად არსებობს. ამის გარდა გვაქვს იმპორტირებული პროდუქტი, რომლის ნაწილიც გზაშია. დაახლოებით 100 ტონა ბრინჯი გეგმის შესაბამისად მოდის და დღე-დღეზე შემოვა. ასევე დღეს ვაკეთებთ 13 კონტეინერი წიწიბურას შეკვეთას, რომელიც უპრობლემოდ გადმოლახავს საზღვარს იმიტომ რომ ყველაფერი შეთანხმებულია.

ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზეა საუბარი, რომ მძღოლს არ უნდა ჰქონდეს სიცხე და რისკის ზონაში არ უნდა იყვნენ ნამყოფები.

რაიმე ტიპის დაბრკოლებას ჩვენი მომწოდებლებისგან ადგილი არ აქვს, ყველა საქონელი რაოდენობის შემცირების გარეშე გეგმიურად შემოვიდა. რაც შეეხება ფასებს, ბოლო დროს მხოლოდ შაქარზე გაიზარდა, რომელიც ლარის კურსს უკავშირდებოდა, დანარჩენ პროდუქტებზე არსებით ზრდას ჩვენს ქსელში ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა bm.ge-თან საუბრისას მენთეშაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა