11.ოქტომბერი .2019 11:32

1000-ზე მეტი PR-ის თანამშრომელი და 2 მილიონით გაზრდილი დაფინანსება - TI-ის კვლევა

views 1023
უკან

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ” საქართველოს ხელისუფლებაში PR-სამსახურებში დასაქმებულებისა და მათი ხელფასების შესახებ განახლებული კვლევა გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს გაზრდილია როგორც პიარსამსახურებში დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მათი ანაზღაურება.

ორგანიზაციამ წინა კვლევა 133 უწყებაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, ახალი კვლევა კი 194 უწყებას აერთიანებს.”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” მონაცემები 216 უწყებიდან გამოითხოვა, თუმცა, ნაწილმა პასუხი არასრულად, ნაწილმა კი საერთოდ არ მიაწოდა.

“არასრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა რამდენიმე დაწესებულებამ, მათ შორის, თბილისის მერიამ. მთავრობის ადმინისტრაციამ კი არაზუსტი ინფორმაცია გამოგზავნა. ვინაიდან ცალკეული უწყების ინფორმაცია გვაკლია ან მოწოდებული ინფორმაცია არასრულია, შესაძლოა, მონაცემებში იყოს მცირე ცდომილება, მაგრამ ეს საერთო ტენდენციაზე გავლენას ვერ ახდენს”,- ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება მონაცემებს:

- საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს - 1037.

- 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს. 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი - 20 047 896 ლარი.

- 2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.

- მთავრობის ადმინისტრაციამ პიარსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის და მათი ანაზღაურების შესახებ ორჯერ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა. მოგვიანებით განმარტეს, რომ მონაცემები შეეშალათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, მოთხოვნის მიუხედავად, აღარ მოგვცეს.

2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პიარსამსახურში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და ანაზღაურება მზარდია, მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება 2017-2018 წლებში




194 უწყებიდან მიღებული ახალი ინფორმაციის დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საბიუჯეტო უწყებების პრესსამსახურში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება 1.9 მლნ ლარით არის გაზრდილი. გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობაც.


ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა 2018 წლის ათეული ასე გამოიყურება:

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა