მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100,000 მოსახლეზე ახალ ინფიცირებულთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მეათეა

6101404c8ba5e
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.21 16:25
686
The New York Times-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 7 დღის განმავლობაში 100,000 მოსახლეზე COVID-19-ის 64 ახალი შემთხვევა (მილიონ მოსახლეზე 640 შემთხვევა) გამოვლინდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში მეათე ადგილს იკავებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღა განსაკუთრებულად დიდია. 

100,000 მოსახლეზე ახალ ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

1) დიდი ბრიტანეთის მენის კუნძული - 242 ახალი ქეისი 100,000 მოსახლეზე ბოლო 7 დღეში;
2) დიდი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები - 174 ახალი ქეისი 100,000 მოსახლეზე ბოლო 7 დღეში;
3) დიდი ბრიტანეთის ნორმანდიის კუნძულები - 96 ახალი ქეისი 100,000 მოსახლეზე ბოლო 7 დღეში;
4) ყაზახეთი - 95 ახალი ქეისი 100,000 მოსახლეზე ბოლო 7 დღეში;
5) ფიჯი - 93 ახალი ქეისი 100,000 მოსახლეზე ბოლო 7 დღეში;
6) გიბრალტარი - 79 ახალი ქეისი 100,000 მოსახლეზე ბოლო 7 დღეში;
7) სეიშელი - 76 ახალი ქეისი 100,000 მოსახლეზე ბოლო 7 დღეში;
8) კვიპროსი - 73 ახალი ქეისი 100,000 მოსახლეზე ბოლო 7 დღეში;
9) კუბა - 69 ახალი ქეისი 100,000 მოსახლეზე ბოლო 7 დღეში;
10) საქართველო - 64 ახალი ქეისი 100,000 მოსახლეზე ბოლო 7 დღეში;

თუკი ამ რეიტინგში უშუალოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ვიანგარიშებთ, მაშინ საქართველო მეათე ადგილის ნაცვლად მეექვსე ადგილს იკავებს. 

რაც შეეხება ინფიცირების მთლიან მაჩვენებელს, Worldometer-ის თანახმად ქვეყანაში გამოვლენილი 410,830 შემთხვევის მილიონ მოქალაქეზე გადაანგარიშებით გამოდის, რომ საქართველო ვირუსის კუმულატიური გავრცელებით მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში მეთვრამეტე ადგილს იკავებს.