მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100,000 მოსახლეზე ყოველდღიურად COVID-ით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მეთხუთმეტეა

61017dac0ca33
BM.GE
28.07.21 19:53
505
The New York Times-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 7 დღის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების საშუალო ყოველდღიური რაოდენობაა 19.9, ხოლო 100,000 მოსახლეზე ყოველდღიურად ვირუსისგან 0.53 ადამიანი იღუპება, რითიც საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის მეთხუთმეტე ადგილს იკავებს.

100,000 მოსახლეზე ყოველდღიურად COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

1) ნამიბია - ყოველდღიურად 1.8 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
2) ტუნისი - ყოველდღიურად 1.4 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
3) ფიჯი - ყოველდღიურად 1.3 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
4) ბოტსვანა - ყოველდღიურად 0.97 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
5) ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები - ყოველდღიურად 0.95 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
6) ომანი - ყოველდღიურად 0.83 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
7) პარაგვაი - ყოველდღიურად 0.74 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
8) კოლუმბია - ყოველდღიურად 0.67 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
9) სამხრეთ აფრიკა - ყოველდღიურად 0.65 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
10) არგენტინა - ყოველდღიურად 0.63 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
11) მიანმარი - ყოველდღიურად 0.60 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
12) კუბა - ყოველდღიურად 0.60 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
13) სეიშელი - ყოველდღიურად 0.59 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
14) ინდონეზია - ყოველდღიურად 0.56 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;
15) საქართველო - ყოველდღიურად 0.53 გარდაცვლილი ადამიანი, 100,000 მოსახლეზე;

რაც შეეხება ინფიცირების მთლიან მაჩვენებელს, Worldometer-ის თანახმად ქვეყანაში გამოვლენილი 410,830 შემთხვევის ქვეყნის მოსახლეობაზე გადაანგარიშებით გამოდის, რომ საქართველო ვირუსის კუმულატიური გავრცელებით მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში მეთვრამეტე ადგილს იკავებს.