თავისუფლების მოედანთან, კერძოდ კი, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე, მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის - Luxury Collection-ის - სასტუმროს გახსნის თარიღმა რამდენიმე თვით გადაიწია. აღნიშნული bm.ge-ის ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის შვილობილ - ტურიზმის განვითარების ფონდშიც დაუდასტურეს.
საქმე იმაშია, რომ სასტუმროს გახსნა წელს შემოდგომაზე იგეგმებოდა. თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი ცოტნე ებრალიძე 2019 წლის დეკემბერში BM.GE-ისთან ინტერვიუს დროს ამბობდა, რომ სასტუმრო 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნებოდა, თუმცა ახლა ფონდში განმარტავენ, რომ არსებული მდგომარეობის გამო, სამუშაოები შენელებული ტემპით მიმდინარეობდა.
„სასტუმროს მშენებლობის დასრულებას სწრაფ ტემპში აზრი არ ჰქონდა, რადგან დღეს საერთაშორისო ტურიზმი დაკეტილია და მოთხოვნა ბაზარზე არ არის. გახსნა კი ნიშნავს კადრების აყვანას, საბრუნავი საშუალებების შეძენას და ა.შ. რაც 6 თვით ადრე ხორციელდება. ამიტომ სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება და ავიარეისები არ აღდგება, ამ პროცესის დაწყება ჩვენი მხრიდან სწორი არ იქნება“, - განმარტავენ ტურიზმის განვითარების ფონდში.
მათივე ინფორმაციით, მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის - Luxury Collection-ის სასტუმროს მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 101 მლნ დოლარს შეადგენს, დღეისთვის უკვე დასკვნით ეტაპზეა.
„პროექტის დასრულების ვადა 2021 წლის პირველი კვარტალია, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენი პარტნიორი მენეჯმენტ კომპანია სასტუმროს 3 თვის განმავლობაში აამოქმედებს. სასტუმროში იფუნქციონირებს ექვსი კატეგორიის 220 ნომერი, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები, სპა, ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი, რომელსაც თბილისის შესანიშნავი ხედები დაამშვენებს. დღეის მდგომარეობით, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი და მიმდინარეობს შიდა მოპირკეთების სამუშაოები“, - აცნობეს BM.GE-ის ტურიზმის განვითარების ფონდში.
გეგმის თანახმად, სასტუმრო Luxury Collection-ი პროექტ “პანორამა თბილისის” ნაწილია და ის თავისუფლების მოედნიდან საბაგირო გზით დაუკავშირდება სასტუმრო "სოლოლაკს", რომელიც შემდგომ უკვე თაბორის სასტუმროსა და გოლფ კლუბს დაუკავშირდება.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის