კოვიდრეგულაციების შემსუბუქრებისა და ეპიდვითარების დასტაბილურების პირობებში, პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრიები უჩვეულოდ სწრაფი ტემპებით იწყებენ აღდგენას. მათ შორისაა ტურიზმი. ამ სექტორის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა წარმომადგენელმა Airbnb-იმ კი მიმდინარე კვირას ინვესტორებს კვარტალური შედეგები წარუდგინა.
პირველივე რაც თვალში საცემია, არის საკმაოდ დიდი რიცხვი, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლების მიერ დაჯავშნილი ღამეების რაოდენობასთან. 103 მილიონზე მეტი დაჯავშნილი ღამე არის კომპანიის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი მეორე კვარტლებს შორის. შედარებისთვის, 2019 წლის მეორე კვარტალში 84 მილიონამდე დაჯავშნილი ღამე ფიქსირდება, ხოლო 2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემი, დაახლოებით, 83 მილიონი დაჯავშნილი ღამეა. ეს იმის დასტურია, რომ ტურიზმის ინდუსტრია ძალიან სწრაფად იბრუნებს პანდემიამდელ მდგომარეობას.
რაც შეეხება შემოსავლებს, 2022 წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 2.1 მილიარდის შემოსავლები დააფიქსირა, რაც 73%-იანი ზრდაა 2019 წლის მეორე კვარტლის ანალოგიურ მონაცემთან მიმართებით (1.21 მილიარდი), ხოლო 58%-იანი ზრდა 2021 წლის მეორე კვარტალთან მიმართებით(1.35 მილიარდი).
შთამბეჭდავია წმინდა მოგებაც, რომელმაც 2022 წლის მეორე კვარტალში 379 მილიონი შეადგინა. კვარტალური ანგარიშიდან ვარკვევთ, რომ ეს არის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე კარგი შედეგი. 2019 წლის მეორე კვარტალში კომპანიამ არა მოგება, არამედ 297 მილიონის ზარალი განიცადა, ხოლო 2021 წელს მხოლოდ 68 მილიონის ზარალი. ფაქტია, რომ ეს შედეგი ინვესტორების განწყობაზე დადებითად აისახება.
აღსანიშნავია Airbnb-ს საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი სახსრების და მისი ეკვივალენტების სტაბილური და თანაბარი ზრდა. 2019 წლის მეორე კვარტლისთვის ეს რიცხვი 3.4 მილიარდს შეადგენდა, 2020 წლის იმავე პერიოდისთვის 4.2 მილიარდს, 2021 წელს 7,5 მილიარდს, ხოლო ამ კვარტალური შედეგების პრეზენტაციიდან ვიგებთ, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი სახსრების მოცულობა თითქმის 10 მილიარდს შეადგენს.
თავისუფალი ფულადი სახსრების ზრდამ გამოიწვია კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება პოზიტიურად განაწყოს ინვესტორები. კომპანიის ხელმძღვანელობამ 2 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის სურვილი და მზადყოფნა დააფიქსირა იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ გრძელვადიან ზრდას.
რაც შეეხება მოლოდინებს, 2022 წლის მესამე კვარტალში კომპანია არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი შემოსავლის დაფიქსირებას ელოდება, რომელიც 2.78-2.88 მილიარდი დოლარის დიაპაზონში იმერყევებს. Airbnb-ს ხელმძღვანელობა ასევე იმედოვნებს, რომ მესამე კვარტალში დაფიქსირებული EBITDA (მოგება პროცენტის, გადასახადების, ცვეთასა და ამორტიზაციამდე) ასევე იქნება საუკეთესო შედეგი, რაც კი კომპანიას აქამდე ჰქონია.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული, საკმაოდ პოზიტიური შედეგებისა და მოლოდინებისა, კვარტალური შედეგების გამოცხადების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი შემცირდა. გამოცხადებამდე ერთი აქციის ფასი 116-118 დოლარის დიაპაზონში მერყეობდა, ახლა კი ერთი აქციის ღირებულება 108 დოლარზე ნაკლებია.
მაღალი ინფლაციის დონის საკონტროლებლად ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უარყოფითი ზეგავლენა იქონია მზარდი პოტენციალის მქონე კომპანიების აქციების ფასებზე. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Airbnb-ი, რომლის ერთი აქციის ფასიც წლის დასაწყისში, დაახლოებით, 170 დოლარს უტოლდებოდა. წლის დასაწყისთან შედარებით ერთი აქციის შეძენა 37%-ით იაფად შეგიძლიათ. 2022 წელს ყველაზე მაღალ ფასად კომპანიის აქციები თებერვალში ივაჭრებოდა, როდესაც მისი ღირებულება 186 დოლარს აღწევდა. ამ ფასთან მიმართებით, კი დღეს ერთი აქციის შეძენას 42%-ით იაფად შეძლებთ.
ყველაზე მაღალი ღირებულება Airbnb-ის ერთ აქციას 2021 წლის თებერვალში ჰქონდა, როდესაც თითქმის 220 დოლარს გაუტოლდა. დღეს კი მისი ღირებულება ფაქტობრივად განახევრებულია.
ფაქტია, რომ Airbnb-ი მზარდი პოტენციალის მქონე აქციაა, რომელიც ამავდროულად სტაბილურობით გამოირჩევა. გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის Airbnb- საკმაოდ საინტერესო კომპანიაა.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი