მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 ახალი შემთხვევიდან 3 პირის დაინფიცირების ისტორია ინგლისს უკავშირდება - მარინა ეზუგბაია

5e82e7e173896
ინგა მურუსიძე
31.03.20 11:00
1003
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ოთხი კრიტიკული პაციენტიდამ ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.  მისივე თქმით, დანარჩენი სამის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„გუშინ დილით ჩვენ გვქონდა 97 დადასტურებული შემთხვევა, ხოლო დღეს უკვე გვაქვს 108 შემთხვევა. ახალი შემთხვევებიდან 3 არის ჩვენს ცენტრში, დანარჩენები - სხვა დაწესებულებებში. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით კრიტიკული არცერთი არ არის, ხოლო დინამიკაში რა იქნება, ამაზე საუბარი რთულია. ბოლო შემთხვევების დაინფიცირების ისტორია ინგლისის კლასტერს უკავშირდება, დანარჩენი შემთხვევების ნაწილში კონტაქტებიდან გამომდინარე წყაროები ცნობილია.

ჩვენთან მყოფი ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან შეიძლება ვთქვათ, რომ მძიმე კრიტიკული არ იქნება, დანარჩენ შემთხვევებში სიტუაცია უცვლელია და აქ პროგნოზირებაზე საუბარი ძალიან ძნელია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.