მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 ცვლილება, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობაში უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს - ბლოგი

5e60db4eb10f1
BM.GE
05.03.20 15:00
8273
კომპანია Kreston Papiashvili საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ბლოგს აქვეყნებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

2021 წლიდან ასამოქმედებელი დღგ-თან დაკავშირებული საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვილებებისა და სიახლეების შესახებ Kreston Papiashvili-ს საგადასახადო დაბეგვრის ექსპერტებმა სხვადასხვა მედიის საშუალებით არაერთხელ და საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს, ჩვენი კომპანიის ეგიდით აღნიშნული თემასთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი მოკლევადიანი თუ ვრცელი ტრენინგი, დღგ-ში დაგეგმილი ცვლილებების მიმოხილვისა, აღნიშნული ცვლილებების პრაქტიკული მნიშვნელობისა და გადასახადებით დეკლარირების შესახებ.

თუმცა ამჯერად გვინდა გესაუბროთ ამავე კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვადასხვა გადასახადებთან დაკავშირებულ (საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დღგ) საკანონმდებლო ინიციატივებზე რომლებიც დღგ-ის დიდი რეფორმის ამოქმედებამდე მეტწილად 2020 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში.

გაგაცნობთ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით დაანონსებული იმ საგადასახადო ცვლილებების და სიახლეების ჩამონათვალს რომელიც მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილი კანონპროექტით არის განსაზღვრული და რომელის საპარლამენტო განხილვებიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

1. უსასყიდლო მიწოდება მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრება თუ გაჩუქება განხორწილდა ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასულ პირზე (მოგების გადასახადი).

საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციით საქონლის და მომსახურების უსასყიდლო მიწოდება 983 მუხლი დადგენილი გამონაკლისების გარდა იბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით. ცვლილების მიხედვით იგეგმება რომ თუ ასეთი უსასყიდლო მიწოდება მოხდება ასევე ე.წ. ესტონულ მოდელზე გადასულ კომპანიაზე მოგების გადასახადით დაბეგვრა აღარ განხორციელდება. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასული შპს-ს მიერ ასევე ე.წ. ესტონულ მოდელზე გადასულ შპს-ზე უსასყიდლო მიწდეობა ზემოთხსენებული მუხლის მიხედვით გამონაკლისს არ წარმოადგენს და ჩვეულებრივად იბეგრბა მოგების გადასახადით. დღევანდელი კანონონმდებლობით პრაქტიკაში ხშირად შეხვედრად გამონაკლისებს რა დროსაც უსასყიდლო მიწოდება არ იბეგრება მოგების გადასახადით ძირითადად წარმოადგენს მოგების მიღების მიზნით უსასყიდლოდ მიწოდება ან გადახდის წყაროსთან დაკავებული უსასყიდლო მიწოდება, ასევე სხვა გამომონაკლისები. ცვლილების შედეგად ივარაუდება რომ უსასყიდლო მიწოდების მრავალი შემთხვევა რაც დღეისათვის იბეგრება 15%-ით სამომავლოდ აღარ დაიბეგრება ვინაიდან ასეთი უსასყიდლო მიწოდებები ხშირად ხორციელდება სწორად რომ ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასულ საწარმოებზე (შპს, სს და სხვა), რაც ცვლილების მიხედვით უკვე აღარ უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით.

2. თანამშრომლისთვის გადახდილი სავალდებული დაზღვევის თანხები არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით (საშემოსავლო გადასახადი).

თანამშრომლისთვის გადახდილი ე.წ. სარგებლს რაც ითვლება ხელფასად და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით ტრადიციულად ყოველთვის განეკუთვნებოდა კომპანიის მიერ თანამშრომლისთვის გადახდილი ჯანმრთელობის დაზღვევის თანხები, თუმცა უკანასკნელ წლებში ამოქმედებული ე.წ. სავალდებულო დაზღვევის ვალდებულების შესახებ სსკ-ის 101-ე მუხლში (რომელიც არეგულირებს ხელფასის დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით) არანაირი მინიშნებები არ იყო, თუმცა ამის მიუხედავად პრაქტიკოსების დიდი ნაწილი იხდებოდა იქითკენ რომ ასეთი სავალდებულო დაზღვევის თანხები საშემოსავლო გადასახადით არ უნდა დაბეგრილი, თუმცა გარკვეული გადამხდელები რისკების დაზღვევის მიზნით მაინც დღემდე ბეგრავდნენ ამ თანხებს საშემოსავლო გადასახადით.
ცვლილების მიხედვით 101-ე მუხლში პირდაპირ გაკეთებულია ჩანაწერი იმის შესახებ რომ სავალდებული დაზღვევის თანხები საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება!

3. საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის ვადის შეზღუდვა უქმდება.

2019 წლის ივლისის თვეში საგადასახადო კანონმდებლობაში ამოქმედდა მეტისმატად მკაცრი და ჩვენი აზრით სრულიად უსამართო და გაუაზრებელი რეგულაცია იმასთან დაკავშირებით რომ საბაჟო დეკლარარაციების საფუძველზე დღგ-ს ჩათვლა, ქვითრის მიხედვიით ასევე სსიპ-ებისა და ე.წ. აუქციონების დღგ-ს ჩათვლა უნდა მოხდარიყო არაუკვიანეს დეკემბრის თვისა ამავე ვადაში დეკლარაციების დაზუსტების გზით, რამაც საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიწვია კერძო კომპანიებში ვინაიდან ბევრმა კომპანიამ ვერ მოასწრო საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე გადახდილი დღგ-ს ჩათვლა, რაც ფაქტობრივად ამ კომპანიებს აღნიშნული დღგ-ს ჩათვლის მიღების შესაძლებლობებს ართმევდა.

4. ბანკის ქვითრით სსიპ-ების დღგ-ს ჩათვლისა და აუქციონზე შეძენილი საქონლის ჩათვლის დოკუმენტებით ჩათვლის ვადები იცვლება და განისაზღვრება შემდეგნაირად - არაუგვიანეს დეკემბერი ან არაუგვიანესი სამი წელი.

5. ააიპ-ზე გადახილი პროცენტები გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით აღარ დაიბეგრება.

6. მულტინაციონალური საწარმებს დაეკისრებათ ჯგუფის ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება.
მულტინაციონალური საწარმოდ ითვლება კანონმდებლობით განსაზღვრული პირი.

7. 1000 ლარზე მეტი ღირებულების ქონების ფიზიკურ პირზე ჩუქების შემთვევაში საშემოსავლო გადასახადის დაკავების წესი ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

როგორც ცნობილია ფიზიკურ პირზე (გარდა ი/მ-სა) კალენდარული წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. თუმცა მრავალი წლების დავის და კამათის საგანია მაგალითად 5000 ლარის ფიზიკურის პირისთვის ერთბაშად ჩუქებისას რა თანხა უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით გამოვა ფინანსთა მინისტრის ბრძანება რომელითაც დასაბეგრი თანხის კონკრეტული მოცულობა განისაზღვრება.

8. საწარმოები ქონების გადასახადს გადაიხდიან მ.შ. ისეთ ქონებაზე როგორიცაა:

• სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

• ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

9. იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირები გათავისუფლდებიან საკუთრებაში არსებულ 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადისგან.

10. უქმდება სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების ზოგადი 10000 ლარიანი ჯარიმა იმ შემთვევისთვის თუ საქონლის ღირებულება 10000 ლარს აღემატება.

11. 2008 წლის ომის დროს შეჩერებული მშენებლობების დღგ-ისგან გათავისულების ნორმის მოქმედება გაგრძელდება 2026 წლამდე.

კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ რომ წინამდებარე მოსალოდნელი ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ კანონპროექტის სახით არის წარდგენილი პარლამენტში და ამ მომენტისათვის კანონიერ ძალაში შესული არ არის. აქვე გვინდა დავამატოთ რომ ზემოთაღნიშნული წარმოადგენს Kreston Papiashvili-ს საგადასახადო დაბეგვრის ექსპერტების მოსაზრებას და მისი შინაარსზე მესამე პირებთან მიმართებაში აუდიტორული კომპანია ვერ იქნება პასუხისმგებელი.

აუდიტორული კომპანია Kreston Papiashvili გისურვებთ წარმატებებს!