მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ მესტიის მსგავსი ვითარება რამდენიმე წერტილში შეიქმნება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება"

5f339872d08a9
თამთა ჯიჯავაძე
12.08.20 11:20
1042
მინდა ყველამ კარგად იცოდეთ, რომ თუ ასეთი ვითარება ქვეყნის რამდენიმე წერტილში შეიქმნება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რესურსი არ იქნება საკმარისი, თუ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში ასეთ კვლევები გახდება საჭირო ერთდროულად.

„საბედნიეროდ ყაზბეგში არ ჩანს ჯერ, რომ ასეთი ვითარება შეიქმნება, იქ ვითარება გაცილებით კონტროლირებადია. რასაც ჯერ ვერ ვიტყვი მესტიაზე. ის 1000 სინჯი, რომელიც გუშინ აიღეს, გვაჩვენებს რეალურად რა სიტუაციაა მესტიის მუნიციპალიტეტში.

თუ თითოეული ჩვენგანი ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს – შავიზღვისპირეთი, კახეთშიც უამრავი ადამიანია წასული დასასვენებლად – არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ არ გვექნება დახურულ სივრცეში პირბადე, არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ აღარ იქნება. ვითარება შეიძლება გახდეს ისეთივე, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან ასევე მოუწოდა ბიზნესებს დაიცვან ყველა საჭირო რეგულაცია:

„განსაკუთრებით მოვუწოდებ იმათ, ვისი ბიზნესებიც მუშაობს, სასტუმროები თუ რესტორნები, ყველამ მაქსიმალურად დაიცვას ყველა წესი თავის მომხმარებელთან ურთიერთობაში და მოსთხოვონ მომხმარებელს დაიცვან წესები. ამაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა მშვიდობიანად გავიდეთ ფონს და აცივებამდე არ დაგვემუქროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეული ჩვენგანის ჩართულობა“.

შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 14-ით 1278-მდე გაიზარდა.