07.მაისი .2020 14:10

11 მაისიდან იხსნება თბილისი, 14-დან - რუსთავი, 18 მაისიდან კი - მარნეული

views 2174
უკან

11 მაისიდან თბილისში გადაადგილება შესაძლებელი იქნება. როგორც მთავრობის კანცელარიაში ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმის წარადგენისას პრემიერ-მინირტმა გიორგი გახარიამ განაცხადა, შეზღუდვები რუსთავში 14 მაისს, მარნეულში კი 18 მაისს მოიხსნება.

„11 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში. საუბარია იმაზე, რომ თბილისში იყო ჩაკეტილი ქალაქი და ორშაბათიდან ყველა სახის შეზღუდვა იქნება მოხსნილი. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებელი.

14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავში და გარდაბანში, ეტაპობრივ გახსნას აქვს თავისი მიზეზი და ამაზე მოგვიანებით... 18 მაისს შეზღუდვები მოიხსნება მარნეულში“ - განაცხადა გახარიამ.