მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 მაისიდან იხსნება ყველა სახის წარმოება და მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა

5eb3e1b27ba53
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.20 14:03
2475
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 11 მაისიდან ყველა სახის წამოებასა და მაღაზიათა ნაწილს ამოქმედების ნებართვა მიეცემა. როგორც გახარიამ თქვა, მთავრობა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აჩქარებს ეკონომიკის გახნის ეტაპებს.

„ჩვენ ვთქვით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო როგორც ამ გეგმის აჩქარება, ასევე მისი გარკვეული ნაწილების გადავადება. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ, ისე როგორც დავაჩქარეთ მაგალითად მშენებლობის გახსნა. ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ შუალედები გახსნებს შორის შევამციროთ და გარკვეული სექტორები გავხსნათ უფრო ადრე.

11 მაისიდან, ე.ი ორშაბათიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას, თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, გაიხსნება ყველა სახის წარმოება და გარდა ამისა ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომლსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლით და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს, სხვა ყველა სახის მაღაზია შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.