მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 ნოემბერს მთავრობა წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვას გეგმავს

5dc7ca45f2ba6
BM.GE
10.11.19 12:17
1328
ხვალ, 11 ნოემბერს, 10.45 საათზე, სასტუმრო „რედისონში" გაიმართება წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა, რომელსაც ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი დაესწრებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. ივანიშვილის განცხადებით, ის ამ ობიექტებს საჯარო აუქციონზე შეიძენს. 

15 სანატორიუმი, რომლის გამოსყიდვასაც ექს-პრემიერი გეგმავს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა. 

სანატორიუმების სია:

სანატორიუმი "სამგურალი"
სანატორიუმი "მეგობრობა"
სანატორიუმი "გეოლოგი"
სანატორიუმი "იმერეთი"
სანატორიუმი "გელათი"
სანატორიუმი "თბილისი"
სანატორიუმი "რკინიგზელი"
სანატორიუმი "აია"
სანატორიუმი "ფილიალი"
სანატორიუმი "უშიშროება"
სანატორიუმი "წყალტუბო"
სანატორიუმი "მედეა"
სანატორიუმი "სავანე"
სასტუმრო "წყალტუბო"
სანატორიუმი "სინათლე"

პროექტის ტექნიკური დეტალები ჯერ-ჯერობით საჯაროდ ცნობილი არაა.