Business Insider-ი იმ 11 ქვეყანას ასახელებს, რომლებიც მზად არიან დისტანციურად მომუშავე პირების მისაღებად.
როგორც გამოცემა წერს, ყველა ქვეყანა მოითხოვს სააპლიკაციო ფორმის შევსებას, დადასტურებულ შემოსავლებს, ვალიდურ პასპორტს და სამედიცინო დაზღვევას.
Business Insider-ის მიერ დასახელებულ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელებიც დისტანციურად მომუშავე პირების მისაღებად მზად არიან, საქართველოც მოხვდა.
11 ქვეყანა, რომელიც დისტანციურად მომუშავე პირებს მიიღებს:
1.ანტიგუა და ბარბუდა
ამ ქვეყნის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ხალხს დისტანციურად მუშაობის უფლება 2 წლის განმავლობაში ექნებათ, თუმცა მოქალაქემ უნდა დაადასტუროს რომ წელიწადში მისი შემოსავალი მინიმუმ $50 000-ია. აპლიკაციის შევსება სპეციალური ვებ-გვერდიდან $1 500 ღირს, წყვილისთვის - $2000, ხოლო ოჯახისთვის - $3 000.
2.არუბამი
ამ ქვეყანამ გამოაცხადა სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც სხვა ქვეყნის მოქალაქე დისტანციურად მუშაობას 90 დღის განმავლობაში შეძლებს. ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ აღნიშნული პირის დამქირავებელი არ უნდა იყოს ადგილობრივი კომპანია.
3.ბარბადოსი
ქვეყანამ 12-თვიანი დისტანციურად მუშაობის პროგრამა შესთავაზა სხვა ქვეყანაში დისტანციურად მუშაობით დაინტერესებულ პირებს. აპლიკანტს ინდივიდუალური ვიზისთვის $2,000-ის გადახდა მოუწევს, ხოლო საოჯახო ვიზისთვის - $3,000.
4.ესტონეთი
ეტონეთის ვიზის მისაღებად, რომელიც განკუთვნილია დისტანციურად მუშაობისთვის, პირს უნდა უფიქსირდებოდეს $4 130-ის ოდენობის შემოსავალი ერთ თვეში. ვიზის სააპლიკაციო ფორმის შევსება $94-დან $117-მდე ჯდება და ეს დამოკიდებულია ვიზის ხანგრძლივობაზე.
5.ბერმუდა
ბერმუდამ დისტანციურად მომუშავე პირებისთვის სპეციალური პროგრამა ივლისში გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს სააპლიკაციო ფორმის შევსება $263 დაუჯდებათ.
6.საქართველო
საქართველო მიესალმება დისტანციურად მომუშავე პირებს, საზღვარგარეთის მოქალაქეებს მოუწევთ წარადგინონ დამდასტურებელი საბუთი, რომლის მიხედვით მათი ანაზღაურება თვეში $2 000-ს შედგენს.
7.ჩეხეთის რესპუბლიკა
პირები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩეხეთიდან იმუშაონ დისტანციურად, მოუწევთ აპლიკაციის შევსებისას წარმოადგინონ შემოსავლების დამდასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, სამოგზაურო დაზღვევა და ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად აპირებენ ცხოვრებას.
8.პორტუგალია
პორტუგალიაც მიესალმება დისტანციურად მომუშავე პირებს, მაგრამ სპეციალურ ვებ-გვერდზე ვიზისთვის განკუთვნილი აპლიკაციის ფორმის შევსება მსურველებს იმის მიხედვით მოუწევთ, თუ რამდენ ხანს აპირებენ აღნიშნული ქვეყნიდან დისტანციურად მუშაობას.
9.ესპანეთი
ესპანეთი დისტანციურად მუშაობის მსურველებს ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას ერთ წლამდე აძლევს.
10.გერმანია
გერმანიაში დისტანციური მუშაობით დაინტერესებულმა პირებმაც აპლიკაციის შევსებისას უნდა წარადგინონ შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეკომენდაციო წერილი დამქირავებლისგან და სამოგზაურო დაზღვევა.
11.მექსიკა
მექსიკიდან დისტანციურად მუშაობისთვის, პირმა უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი ყოველთვიური ანაზღაურება $1 620-ია, ხოლო ბანკში ანგარიშზე დაახლოებით $27 000 აქვს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?